1. აკრძალულია სატვირთო ვაგონეტების, აგრეთვე, სექციური მატარებლების ექსპლუატაცია:
ა) უწესივრო ნახევარწყვილთვლებით (მორყეული თვლები, არასრული სამაგრი ჭანჭიკები და ლილვაკები, წყვილთვლების მოღუნული ღერძები და ღერძებზე ბზარები, თვლებზე ღრმა ნაჭდევები და სხვ.);
ბ) უწესივრო და დასაშვებ ნორმაზე მეტად გაცვეთილი გადასაბმელებით, საყურეებით და წევის სხვა ნაწილებით;
გ) უწესივრო მუხრუჭებით;
დ) უწესივრო ჩამკეტი მექანიზმებით და ვაგონეტების (სექციური მატარებლების) არამჭიდროდ მიბჯენილი ძროთი, როდესაც განტვირთვა ხდება ძირიდან;
ე) დეფორმირებული ან დარღვეული ვაგონსქვედა საბჯენებით;
ვ) ვაგონეტის დარღვეული ან 50 მმ-ზე მეტად გარეთ ამოღუნული ძარას კედლით;
ზ) სექციური მატარებლის უწესივრო სექციათშორისი გადახურვით;
თ) უწესივრო ბუფერებით.
2. აკრძალულია:
ა) გადაუბმელი შემადგენლობის წაბიძგება, ასევე უშუალოდ ელმავალზე, პლატფორმის ან ზომაგრძელი მასალებიანი ვაგონეტების, აგრეთვე ხე-ტყით ან სატრანსპორტო საშუალების ზედა გაბარიტიდან გამოწეული მოწყობილობით დატვირთული ვაგონეტების და პლატფორმების მიბმა;
ბ) ვაგონეტების ხელით გადაბმა და ჩახსნა შემადგენლობის მოძრაობის დროს, აგრეთვე, კაკვიანი გადასაბმელით გადაბმა და გადახსნა სპეციალური სამარჯვების გამოყენების გარეშე;
გ) ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა დახრილ გვირაბში, დახრილ გვირაბსა და მოსახვევებში;
დ) მოძრავი შემადგენლობის დატოვება გვირაბის იმ ნაწილში, რომელსაც აქვს დახრა;
ე) სხვადასხვა ტიპის გადასაბმელმოწყობილობიანი ვაგონეტებით შემადგენლობის შედგენა;
ვ) ელმავლით შემადგენლობის წაბიძგება ბიგების, ფიცრების, აგრეთვე, პარალელურ ლიანდაგზე მოძრავი ელმავლის დახმარებით;
ზ) ვაგონეტების გადაბმა და გადასხნა საყირავამდე, სავენტილაციო კარამდე ან სხვა დაბრკოლებამდე 5 მ მანძილზე ახლოს;
თ) სახელდახელო საშუალებების გამოყენება მოძრავი შემადგენლობის დასამუხრუჭებლად და შესაკავებლად;
ი) ვაგონეტების, შემადგენლობის ან ელმავლის დატოვება ასაქცევლებზე ისრის გადასაყვანის ჩარჩოს რელსიდან 4 მ-ზე ახლო მანძილზე.
3. მოძრავი შემადგენლობის გაჩერების ადგილები უნდა აღინიშნოს სათანადო ნიშნებით.
4. ზომაგრძელი მასალების და მოწყობილობის გადატანისას აუცილებელია შემადგენლობაში ამ მიზნისათვის სპეციალურად განკუთვნილი ვაგონეტების ან პლატფორმების გამოყენება, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმული უნდა იყოს ხისტი გადასაბმელით.
5. სტაციონარულ სატვირთავ პუნქტზე და საყირავთან გამოყენებული უნდა იქნეს საბიძგებელა. საბიძგებელას მართვა უნდა განხორციელდეს წალოებში განთავსებული პუნქტებიდან ან მომსახურე პერსონალისთვის უსაფრთხო სხვა ადგილებიდან. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს საყირაოს და საბიძგებელას ერთდროულად ჩართვის საწინააღმდეგო ბლოკირება. დასაშვებია საბიძგებელას ნაცვლად ელმავლის ან სამანევრო ჯალამბრის გამოყენება.
6. დახრილ გვირაბში ბაგირის ამძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით ზიდვისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამარჯვები (საშუალებები), რომლებიც ბაგირის ან მისაბმელი მოწყობილობის გაწყვეტის შემთხვევაში ქვედა და შუალედურ მიმღებ ბაქნებზე ვაგონეტების დაგორებას შეუშლის ხელს.
7. აკრძალულია ამწევი დანადგარის მუშაობის დროს დახრილ გვირაბში ადამიანების გადაადგილება.
8. ამწევი დანადგარის მუშაობისას, დახრილ გვირაბში ბაქნებზე, სადაც წარმოებს ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა, აკრძალულია იმ პირების შესვლა, რომლებიც ამ სამუშაოში არ მონაწილეობენ. ამისათვის უნდა დაიკიდოს შესაბამისი ამკრძალავი ნიშანი.
9. თითოეულ ელმავალზე, აგრეთვე, ჭაურმიმდებარე ეზოში და დახრილი გვირაბის მიმღებ-გასაგზავნ ბაქნებზე უნდა იყოს დომკრატები ან სხვა სპეციალური საშუალებები რელსებიდან ჩამოვარდნილი ვაგონეტების ან ელმავლის რელსებზე დასაყენებლად, აგრეთვე, ბუნიკები და სამარჯვები ვაგონეტების გადაბმისა და გადახსნისათვის.
10. გაუნათებელ გვირაბებში ხელით მიგორებისას, ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი.
11. გვირაბებში ხელით მიგორებისას ვაგონეტებს შორის მანძილი 0,005 %-მდე დახრის ლიანდაგზე უნდა იყოს, სულ ცოტა, 10მ, ხოლო დიდი დახრის შემთხვევაში _ სულ ცოტა, 30მ. 0,01 %-ზე მეტი დახრისას ხელით მიგორება აკრძალულია.
12. ვაგონეტების (პლატფორმების) უსასრულო და ბოლო კიდული ბაგირებით ზიდვისას გამოყენებული უნდა იქნეს გადასაბმელი და მისაბმელი მოწყობილობა, რომელიც არ იძლევა თავისით გადახსნის საშუალებას, ხოლო 180-ზე მეტი დახრის კუთხის გვირაბებში უსასრულო ბაგირით ზიდვისას, ამას გარდა, გამოყენებული უნდა იქნეს კონტრბაგირი.
13. ვაგონეტების გადასაბმელები, უსასრულო და ბოლო კიდული ბაგირებით ზიდვის მისაბმელი მოწყობილობა, აგრეთვე, ელმავლის გადასაბმელი მოწყობილობა უნდა იყოს ქარხნული შესრულების.
14. 0,005 %
-მდე დახრის ჰორიზონტალურ გვირაბში სამანევრო სამუშაოების შესასრულებლად და ვაგონეტების გამოსატანად დასაშვებია ჯალამბრის გამოყენება, რომლის სიჩქარე 1 მ/წმ-მდეა. დახრილ გვირაბში მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე, რემონტის დროს ქანის გამოსატანად და გადამაგრებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯალამბარი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დოლის (შკივის) დიამეტრის ფარდობა ბაგირის დიამეტრთან უნდა იყოს, სულ ცოტა, 20. დასაშვებია დოლზე ბაგირის მრავალშრიანი დახვევა;
ბ) ბაგირის მოძრაობის სიჩქარე დახვევის საშუალო რადიუსზე არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ/წმ-ს;
გ) ჯალამბარი აღჭურვილი უნდა იყოს ორი მუხრუჭით, რომელთაგან ერთ-ერთი დოლის (შკივის) დასამუხრუჭებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მუხრუჭები ისე უნდა შეირჩეს, რომ ამძრავის დამუხრუჭებულ მდგომარეობაში სამუხრუჭო მომენტის სიდიდე სტატიკურზე, სულ ცოტა, ორჯერ მეტი იყო