1. აკრძალულია სატვირთო ვაგონეტების, აგრეთვე, სექციური მატარებლების ექსპლუატაცია:
ა) გაუმართავი გადასაბმელი მოწყობილობით და წევის სხვა ნაწილებით ინსტრუმენტის ცვეთის ნორმის დარღვევით;
ბ) გაუმართავი ბუფერებით და მუხრუჭებით;
გ) გაუმართავი ჩამკეტი მექანიზმებით და ვაგონეტების (სექციური მატარებლების) არამჭიდროდ მიბჯენილი ძირით, როდესაც განტვირთვა ხდება ძირიდან;
დ) ვაგონეტის დარღვეული ან ძარას კედლის ისეთი დეფორმაციის დროს რომელმაც შესაძლებელია შეაფერხოს გადაადგილება ან საფრთხე შეუქმნას ადამიანებს.
2. აკრძალულია:
ა) უშუალოდ ელმავალზე არაგაბარიტულმასალებიანი ვაგონეტების, აგრეთვე ხე-ტყით დატვირთული ან სატრანსპორტო საშუალების ზედა გაბარიტიდან გამოწეული ტვირთის მქონე ვაგონეტების და პლატფორმების მიბმა;
ბ) ვაგონეტების ხელით გადაბმა და ჩახსნა შემადგენლობის მოძრაობის დროს, აგრეთვე, ისეთი გადასაბმელი მოწყობილობის გამოყენება, რომელსაც არ გააჩნია ბაგირის ამოვარდნისგან დაცვა;
გ) ვაგონეტების გადაბმა და ჩახსნა ისეთი დახრის გვირაბებში და მოსახვევებში, სადაც შესაძლებელია მათი თვითდაგორება;
დ) ელმავლით შემადგენლობის წაბიძგება ბიგების, ფიცრების, აგრეთვე, პარალელურ ლიანდაგზე მოძრავი ელმავლის დახმარებით;
ე) ვაგონეტების გადაბმა და გადასხნა საყირავამდე, სავენტილაციო კარამდე ან სხვა დაბრკოლებამდე უსაფრთხო მანძილზე ახლოს;
ვ) ვაგონეტების, შემადგენლობის ან ელმავლის დატოვება ასაქცევლებზე ისრის გადასაყვანის ჩარჩოს რელსიდან ისეთ მანძილზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს.
3. მოძრავი შემადგენლობის გაჩერების ადგილები უნდა აღინიშნოს სათანადო ნიშნებით.
4. არასტანდარტული მასალების გადასაზიდად გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური პლატფორმები, რომლებიც ერთმანეთთან ან/და ელმავალთან უნდა გადაებას ხისტი მაერთებლებით.
5. სტაციონარულ სატვირთავ პუნქტზე და ვაგონეტების საყირაოსთან გამოყენებული უნდა იქნეს საბიძგებელა. საბიძგებელას მართვა უნდა განხორციელდეს საყირაოს, საბიძგებელას და ვაგონეტისაგან იზოლირებულად განთავსებული პუნქტებიდან ან მომსახურე პერსონალისთვის უსაფრთხო სხვა ადგილებიდან. ამასთან, დამონტაჟებულ უნდა იყოს საყირაოს და საბიძგებელას ერთდროულად ჩართვის საწინააღმდეგო ბლოკირება. სხვა სატვირთავ პუნქტებზე დასაშვებია ჯალამბრების გამოყენება.
6. დახრილ გვირაბში ბაგირისამძრავიანი სატრანსპორტო საშუალებით ზიდვისას გვირაბებში დამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი მოწყობილობა, რომლებიც ბაგირის ან მისაბმელი მოწყობილობის გაწყვეტის შემთხვევაში ქვედა და შუალედურ მიმღებ ბაქნებზე ვაგონეტების დაგორებას შეუშლის ხელს.
7. აკრძალულია ამწევი დანადგარის მუშაობის დროს დახრილ გვირაბში ადამიანების გადაადგილება. საშუალედო შტრეკების, ბრემსბერგთან, ქანობსა და დახრილ ჭაურთან გადაკვეთისას შტრეკებში უნდა დაიდგას ბარიერები, შუქური ტაბლო და მაფრთხილებელი ნიშნები.
8. ვაგონეტების (პლატფორმების) უსასრულო და ბოლოკიდული ბაგირებით ზიდვისას გამოყენებული გადასაბმელი და მისაბმელი მოწყობილობა, ასევე, ვაგონეტებს შორის მანძილი ლიანდაგის დახრის კუთხის გათვალისწინებით უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
9. ვაგონეტების ხელით გადაადგილებისას ვაგონეტის წინა გარე კედელზე უნდა ჩამოიკიდოს ჩართული სპეციალური სანათი.
10. აკრძალულია სამანევრო სამუშაოების შესასრულებლად და ვაგონეტების გამოსატანად ჯალამბრის გამოყენება, რომლის სიჩქარე 1 მ/წმ-მდეა, როდესაც გვირაბის დახრის კუთხე აღემატება 0,005 0/00 -ს.
11. დახრილ გვირაბში მასალებისა და მოწყობილობის ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე, რემონტის დროს ქანის გამოსატანად და გადამაგრებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს არანაკლებ ორი მუხრუჭით აღჭურვილი ჯალამბარ