1. ვერტიკალურ გვირაბში ადამიანების ჩაშვება და აწევა უნდა მოხდეს გალით. აკრძალულია გვირაბგასაყვანი ბადიათი, სკიპით ან სატვირთო გალით ადამიანების ჩაშვება და აწევა გარდა, ვერტიკალური გვირაბის გაყვანის რემონტის, სამარკშაიდერო სამუშაოების, ავარიული შემთხვევების და მისი არმირებისას. ასეთ შემთხვევაში საყირავი გალი აღჭურვილი უნდა იყოს გადაყირავების საწინააღმდეგო მაბლოკირებელი მოწყობილობით.

2. გვირაბებში სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარით ადამიანების გადაყვანისას განსაზღვრული უნდა იყოს:

ა) გალის თითოეული სართულზე ერთდროულად მყოფი ადამიანების  რიცხვი;

ბ) პარაშუტით გალის დამუხრუჭებისას სიჩქარის შენელების სიდიდე;

გ) პარაშუტის ექსპლუატაციის პირობები;

დ) ბადიით ადამიანების ჩაშვებისა და აწევისას მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმები;

ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება უნდა განხორციელდეს  სტანდარტის  ნორმების შესაბამისად.

3.  სახალხო და სახალხო-სატვირთო ამწევი დანადგარების გალი და საპირწონეები, ამწევი ბაგირების გაწყვეტის შემთხვევისათვის აღჭურვილი უნდა იყოს მათი მდოვრე დამუხრუჭების და გაჩერების მოწყობილობით (პარაშუტებით). გალის პარაშუტის ამძრავი ზამბარა უნდა შემოიღობოს დამცავი გარსაცმით.

4. პარაშუტი შეიძლება არ იქნეს დაყენებული:

ა) მრავალბაგირიანი ამწევი დანადგარის გალსა და საპირწონეზე, თუ ბაგირების რიცხვი, სულ ცოტა, ოთხია;

ბ) ორი და სამბაგირიანი ამწევი დანადგარის გალსა და საპირწონეზე;

გ) საავარიო-სარემონტო და სატვირთო ამწევი დანადგარების გალსა და საპირწონეზე;

დ) მოქმედი დახრილი ამწევი დანადგარის საპირწონეზე;

ე) ვერტიკალური ჭაურის მოქმედი ამწევი დანადგარის საპირწონეზე, თუ გალის და საპირწონის განყოფილებები გაყოფილია ერთმანეთისგან რელსის ტიხრით ან ბაგირებით.

5. ბადიით ადამიანების და ტვირთის ჩაშვებისა და აწევისას გვირაბგამყვანი ამწევი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს საბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ბადიის უსაფრთხო მოძრაობას თაროს გარკვეულ მონაკვეთზე (მილძაბრაში).

6. ჭაურის დათვალიერების, რემონტის, სამარკშაიდერო სამუშაოების ჩატარებისა და ავარიული შემთხვევების გარდა აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა სატვირთო ამწევი დანადგარით (სკიპით და სატვირთო გალით).

7. აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა ისეთი საყირაო გალით, რომელიც არ არის აღჭურვილი ბუნკერში ადამიანების გადაცვენის, აგრეთვე, ჭაურში მოძრაობისას გალის გადაყირავებისგან დამცავი ბლოკირებით.

8. აკრძალულია ადამიანების ჩაშვება და აწევა გალით, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის დატვირთული. ერთ ჭაურში სახალხო-სატვირთო და სატვირთო ამწევი დანადგარის განთავსებისას უკანასკნელის მუშაობა ადამიანების ჩაშვება-აწევისას აკრძალულია.

9. აკრძალულია გალზე ან სკიპზე დამაგრებული გადასახსნელი თაროების გამოყენება.

10. ამწევი ჭურჭლებიდან დაშორებული არმირების და სამაგრის უბნების დათვალიერებისა და რემონტისათვის ნებადართულია გალზე ან სკიპზე საიმედოდ დამაგრებული გადასახსნელი (მოსახსნელი) თაროების გამოყენება.

11. საპირწონიანი ამწევ დანადგარით ჭაურის დათვალიერება და რემონტი დასაშვებია ჩატარდეს მათანაბრებელი ტვირთის გამოყენები