1. ვერტიკალურ და დახრილ გვირაბებში საშახტო ამწევი დანადგარით  ადამიანების და/ან ტვირთების ჩაშვების და აწევის მაქსიმალური სიჩქარე, შენელების სიდიდე და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს   სტანდარტით   გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. საშახტო ამწევი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ექსპლუატაციას.

3. ჭაურში უნდა იყოს სულ მცირე ორი ამწევი დანადგარი ან ერთი ამწევი დანადგარი და კიბე საავარიო სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.

4. ჭაურის გაყვანისა და ჩაღრმავებისას, ამწევ დანადგარზე  გათვალისწინებული უნდა იყოს კიდული საავარიო კიბე, რომლის სიგრძე უნდა უზრუნველყოფდეს მასზე ცვლაში მომუშავე პერსონალის ერთდროულად დატევას.

5. ჭაურის ამწევი დანადგარით, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ტვირთის აწევა-ჩაშვებისათვის, შეიძლება ისარგებლონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც აწარმოებენ  ჭაურის  დათვალიერებასა და რემონტს.

6. ბაქანი ვაგონის საყირავებლის წინ, აგრეთვე ვაგონეტებით ტვირთის აწევა-ჩაშვებისათვის განკუთვნილი ვერტიკალური ჭაურის ყველა მიმღები ბაქანი აღჭურვილი უნდა იყოს საჩერებელი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს ვაგონეტების მიწოდების დოზირებას და გამორიცხავს მათ დაგორება