1. შახტი, რომელშიც გამოიყოფა (გამოიყოფოდა) მეთანი, მთლიანად უნდა იქნეს გადაყვანილი აირიან რეჟიმზე რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. აირიანი შახტები ფარდობითი აირსიუხვის სიდიდის და მეთანის გამოყოფის სახეობის მიხედვით იყოფა ხუთ კატეგორიად (ცხრილი). თუ ჭაურების, შურფების და სხვა გამხსნელი გვირაბების გაყვანისას გამოვლენილ იქნა მეთანი (ან მოსალოდნელია მისი გამოყოფა), შახტში დაცული უნდა იქნეს აირიანი რეჟიმი.
ცხრილი
შახტის კატეგორია მეთანის გამოყოფის მიხედვით
ფარდობითი მეთანსიუხვე, მ3/ტ
(ერთ ტონა მოპოვებულ ნახშირზე გამოყოფილი მეთანის რაოდენობა)
I
5-მდე
II
5-10
III
10-15
ზეკატეგორიის
15 და მეტი, სუფლიარული გამოყოფა
უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში
ნახშირისა და აირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში ფენები, აგრეთვე, გამოტყორცნის მხრივ საშიში ქანები
3. საბურღ დაზგასთან, კომბაინთან და გვირაბგამყვან მანქანასთან მეთანის 2 %-მდე ადგილობრივი დაგროვებისას აუცილებელია მანქანების გაჩერება და მათ მკვებავ კაბელებზე ძაბვის მოხსნა. მეთანის კონცენტრაციის ზრდის გამოვლენისას (სტანდარტში მოცემულ სიდიდეებზე მეტად) ან შემდგომი 15 წთ-ის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნებისას ადამიანები გამოყვანილნი უნდა იქნენ სუფთა ჭავლზე. მანქანების მუშაობის განახლება დასაშვებია მეთანის კონცენტრაციის 1 %-მდე შემცირების შემდე