1. გვირაბის მტვერის აფეთქებისგან დაცვის საშუალებები და შესაბამისი ხერხები უნდა დადგინდეს დალექილი ნახშირის მტვრის აფეთქებადობის ქვედა ზღვრის, გაფიქლების (გამყარების) ნორმის და სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას უნდა განხორციელდეს მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ის ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს სტანდარტის მოთხოვნები.
3. აირის, მტვრის აფეთქების მხრივ საშიში შახტის დახრილ ჭაურებს, კაპიტალურ დახრილ გვირაბებს, მთავარ და ჯგუფურ შტრეკებს შორის არსებულ გამკვეთებში, როდესაც ამ გვირაბებში სხვადასხვა მიმართულების სავენტილაციო ჭავლების მოძრაობაა, დაყენებული უნდა იყოს აფეთქებამედეგი ყრუ ზღუდარები.
4. ნახშირის მტვრის აფეთქების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გვირაბები აღჭურვილი უნდა იყოს აფეთქების მალოკალიზებელი საშუალებებით (ძირითადი და დამხმარე საფრებით, ან სხვა შემცვლელი და საკმარისი/ადექვატური საშუალებებით), რომელთა რაოდენობა უნდა დადგინდეს შახტში სამთო სამუშაოების განვითარების ტემპის მიხედვით.
5. მეთანისა და ნახშირის მტვრის აფეთქების ლოკალიზაციის ავტომატური სისტემის დანერგვამდე მოსამზადებელი გვირაბის სანგრევის დაცვა უნდა განხორციელდეს ფიქლის მტვრის, წყლის ან სხვა ექვივალენტური დაცვის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საფრებით. საფრების დაყენების ადგილი, პარამეტრები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის მოთხოვნებს.
6. საფრებით იზოლირებული უნდა იყოს:
ა) საწმენდი გვირაბი;
ბ) მოსამზადებელი გვირაბის სანგრევი, რომელიც გაიყვანება ნახშირში ან ნახშირსა და ქანში;
გ) ყველა ფენის საშახტო ველის აღმოსავლეთი და დასავლეთი ფრთა;
დ) საკონვეიერო გვირაბები;
ე) ხანძარსაშიში უბნები.
7. შახტში ერთდროულად მტვრის აფეთქების მხრივ საშიში და არასაშიში ფენების დამუშავებისას, მათ შემაერთებელ ყველა გვირაბში უნდა განხორციელდეს ნახშირის მტვრის აფეთქების თავიდან აცილების და ლოკალიზაციის ღონისძიებები.
8. ნახშირის მტვრის აფეთქების თავიდან აცილების ღონისძიებები (ყოველკვარტალური კორექტირებით) უნდა განხორციელდეს სპეციალურად შემუშავებული და ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
9. მტვრის აფეთქების უსაფრთხოების კონტროლი უნდა განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. შახტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა/დანაყოფმა უნდა შეინახოს მიღებული ანალიზის შედეგები მორიგ შემოწმებამდ