1. თითოეულ ციკლში შპურები იმუხტება და ფეთქდება მხოლოდ: სანგრევის განიავების, მეთანშემცველობის დადგენის, მონგრეული ნახშირის აწმენდის, სანგრევსა და მის მიმდებარე გვირაბში არანაკლებ 20 მეტრის მანძილზე ატმოსფეროს აფეთქების საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ. სანგრევის წინწაწევა ციკლში 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
2. ნახშირის ან შერეულ სანგრევებში აფეთქების წინ აუცილებელია ნახშირის მტვრის მორწყვა ან ინერტული მასალებით მოფიქალება. ეს სამუშაო ტარდება როგორც უშუალოდ სანგრევთან, ისე მიმდებარე გვირაბებში, სანგრევიდან 20 მეტრის მანძილზე. სანგრევის ორჯერადი აფეთქებისას მომდევნო შპურების აფეთქების წინ უნდა მოხდეს ხელახალი მორწყვა ან მოფიქალება.
3. შპურისებრი მუხტების აფეთქებით სამთო გვირაბების გაყვანისას სანგრევთან ატმოსფეროს აფეთქებისგან დაცვის ღონისძიებები ტარდება ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.
4. ნახშირის, ფუჭი ქანების მასივების, ჭაბურღილისებრი მუხტების აფეთქებით ტორპედირებისათვის საჭირო სამუშაოები ხორციელდება ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.
გამოტყორცნის მხრივ საშიში და ნავთობის შახტე