1. წყლიან სანგრევებში ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა განხორციელდეს საანტენო სადენების დახმარებით, რომლის საყრდენები უნდა დამაგრდეს წყლის დონეზე მაღლა.
2. მაგისტრალურ სადენებად გამოიყენებულ უნდა იქნეს ტენშეუღწევადგარსაცმიანი მოქნილი კაბელი, რომელიც არ უნდა დაეშვას საგამყვანო თაროს ქვემოთ.
3. საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყებამდე ჭაურიდან გაყვანილი უნდა იქნეს ყველა მომუშავე (სიგნალიზაციაზე პასუხისმგებელ და საგამყვანო თაროს მომსახურე პერსონალის გარდა).
4. მაგისტრალურ კაბელთან მანაწილებელი სადენების შეერთების უფლება აქვს მხოლოდ იმ ამფეთქებელს, რომელსაც გამოწერილი აქვს აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო განწეს-საგზური.
5. საამფეთქებლო ქსელის მონტაჟისა და ხალხის ზედაპირზე ამოყვანის შემდეგ ჭაურში უნდა გაიხსნას ყველა საშახტე სარქველი.