1. აკრძალულია სხვადასხვა კლასის ან სხვადასხვა დასახელების ფეთქებადი ნივთიერების ერთ შპურში მოთავსება.

2. ნახშირის ან ფუჭი ქანის სანგრევებში შპურის მინიმალური სიღრმე  უნდა იყოს 0,6 მეტრი.

3. თუ მუხტი შედგება ფეთქებადი ნივთიერების ორი ან მეტი ვაზნისაგან, ისინი შპურში თავსდება ერთდროულად (ერთმანეთის მიყოლებით). ყველაზე ბოლოს – დამრტყმელი ვაზნა.

4. საცობ მასალად დასაშვებია თიხის, თიხისა და ქვიშის ნარევის, სითხის, აგრეთვე საწარმოს ტექნიკური ზედამხედველის მიერ ნებადართული სხვა მასალების გამოყენება.

5. ნახშირისა და ფუჭ ქანებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას (ყველა მასალისათვის) საცობის მინიმალური სიგრძე, ფეთქებადი ნივთიერების მუხტის დაშორება უახლოესი გაშიშვლებული სიბრტყიდან და მოსაზღვრე შპურებს შორის მინიმალური მანძილების სიდიდე განისაზღვრება სტანდარტი