1. სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენის უბნები უსაფრთხო მდგომარეობამდე მიიყვანება ქვაბისებრი მუხტების აფეთქების საშუალებით. ეს სამუშაო უნდა შესრულდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) სამთო დარტყმების საფრთხის ხარისხის შეფასება;

ბ) ქვაბისებრი მუხტის აფეთქების პარამეტრების (შპურების სიღრმე, მუხტის მასა,     შპურებს შორის მანძილი) განსაზღვრა;

გ) ქვაბისებრი აფეთქების ეფექტიანობის შეფასება.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ნახშირის შახტებისათვის ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული, სამთო დარტყმების მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. ქვაბისებრი აფეთქებები ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური პროექტის მიხედვით.

4. გვირაბის შემხვედრი სანგრევებით გაყვანის დროს, მათი ერთმანეთთან 15 მეტრით მიახლოებისას ერთ-ერთ სანგრევში სამუშაოები უნდა შეჩერდეს.

5. 10 მეტრამდე სიგრძის ჭაბურღილებში ქვაბისებრი აფეთქებებისას საცობის სიგრძე განისაზღვრება პროექტით. მისი სიგრძე ჭაბურღილის სიგრძის ნახევარს უნდა შეადგენდეს. 10 მეტრზე მეტი სიგრძის ჭაბურღილებში საცობის სიგრძე 5 მეტრზე მეტი უნდა იყოს. ჰიდროსაცობების გამოყენების შემთხვევაში შპურები, მათი პირიდან ერთი მეტრის სიგრძეზე თიხით უნდა ამოივსო