1. სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენის უბნები უსაფრთხო მდგომარეობამდე მიიყვანება ქვაბისებრი მუხტების აფეთქების საშუალებით. ეს სამუშაო უნდა შესრულდეს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) სამთო დარტყმების საფრთხის ხარისხის შეფასება;
ბ) ქვაბისებრი მუხტის აფეთქების პარამეტრების (შპურების სიღრმე, მუხტის მასა, შპურებს შორის მანძილი) განსაზღვრა;
გ) ქვაბისებრი აფეთქების ეფექტიანობის შეფასება.
2. წინა პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები ნახშირის შახტებისათვის ხორციელდება ტექზედამ-ხედველობასთან შეთანხმებული და საწარმოს ხელმძღ-ვანელის მიერ დამტკიცებული, სამთო დარტყმების მხრივ საშიშ შახტებში სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.
3. ქვაბისებრი აფეთქებები ხორციელდება საწარ-მოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური პროექტის მიხედვით.
4. გვირაბის შემხვედრი სანგრევებით გაყვანის დროს, მათი ერთმანეთთან 15 მეტრით მიახლოებისას ერთ-ერთ სანგრევში სამუშაოები უნდა შეჩერდეს.
5. 10 მეტრამდე სიგრძის ჭაბურღილებში ქვაბისებრი აფეთქებებისას საცობის სიგრძე განისაზღვრება პროექტით. მისი სიგრძე ჭაბურღილის სიგრძის ნახევარს უნდა შეადგენდეს. 10 მეტრზე მეტი სიგრძის ჭაბურღილებში საცობის სიგრძე 5 მეტრზე მეტი უნდა იყოს. ჰიდროსაცობების გამოყენების შემთხვევაში შპურები, მათი პირიდან ერთი მეტრის სიგრძეზე თიხით უნდა ამოივსოს.
თავი XXII. ნავთობის შახტებ