1. მუშაობის პროცესში საამფეთქებლო სადგურის პუნქტში დაიშვება მხოლოდ ის პერსონალი, რომე-ლიც უშუალოდ ასრულებს საამფეთქებლო სამუ-შაოებს, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და პირები, რომლებიც აკონტროლებენ საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებას.
2. საამფეთქებლო სამუშაოების შესრულების პროცესში კავშირისათვის განკუთვნილი რადიოსადგური იდგმება ავტომობილის ძარის სპეციალურ ნაკვეთურში. აკრძალულია ამ ნაკვეთურში ელექტროდეტონატორების შენახვა და გადაზიდვა.
3. ნაკვეთურში, სადაც რადიოსადგურია, დასაშვებია ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალის გატარება, თუ ელექტრომაგისტრალისათვის გამოყენებულია ორსადენიანი ეკრანირებული კაბელი და ეკრანი წინასწარ ჩამიწებულია.
4. აკრძალულია საამფეთქებლო და მომენტური მაგისტრალისათვის ან სატელეფონო კავშირისათვის სადენების გამოყენება აპარატურასთან ჩასართავი სპეციალური ჩანგლების გარეშე (შეცდომით ჩართვის თავიდან აცილების მიზნით).
5. საამფეთქებლო პუნქტში ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისას დასაშვებია მხოლოდ ერთი ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალის გამოყენება.
6. მომენტური მაგისტრალი გარეგნულად თვალნათლივ უნდა განსხვავდებოდეს ელექტროსაამფეთქებ-ლო მაგისტრალისაგან.
7. მდგრად ქანებში გაბურღილი ჭაბურღილები, რომლებიც დამუხტულია საცობის გარეშე, აფეთქების მომენტამდე მუდმივი დაცვის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
8. საბურღი ინსტრუმენტების, ლატნების და სხვა საბიძგებელი საგნების გამოყენება ჭაბურღილებში მუხტების ჩასაშვებად აკრძალულია.
9. მუხტების ჩაშვების წინ ჭაბურღილების დაშაბლონება განისაზღვრება პროექტით.
10. თუ მუხტმა ვერ მიაღწია ჭაბურღილის ძირამდე, აუცილებელია მისი უკან ამოღება. თუ ეს შეუძლებელი გახდა, იგი უნდა აფეთქდეს ჩვეულებრივი ხერხით.
11. ერთეული ჭაბურღილების აფეთქებისას, ამფეთქებლის ჭაბურღილის პირთან მისვლის დრო ლიმიტირებული არ არის.
12. აკრძალულია ნამტყუნები ჭაბურღილის გადაბურღვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამტყუნები მუხტი აფეთქებულია.
13. წყლის აუზებში სეისმოდაზვერვის სამუშაოების შესრულებისას ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება დასაშვებია დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული სპეციალური პროექტის მიხედვით
მუხლი 80. საამფეთქებლო სამუშაოები სეისმოდაზვერვისას
თავი XXIV — დამატებითი მოთხოვნები სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
- მუხლი 78. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
- მუხლი 79. ჭაბურღილისებრი, ქვაბისებრი და კამერული მუხტები
- მუხლი 81. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოები ნავთობიან, გაზიან და წყლიან ჭაბურღილებში
- მუხლი 83. საამფეთქებლო სამუშაოები ჭაობებში
- მუხლი 84. არხების და თხრილების შექმნა აფეთქებით
- მუხლი 85. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა
- მუხლი 86. სატყეო სამუშაოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 80, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-80/