1. ჭაობებში საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საწვავი გაზების აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
2. ცეცხლოვანი ხერხი დასაშვებია მხოლოდ ერთეული მუხტების აფეთქებისას.
3. ელექტროდეტონატორებით და კაფსულ-დეტონატორებით აფეთქებისას აუცილებელია სპეციალურ-გარსაცმიანი დამრტყმელი ვაზნების გამოყენება, რათა დეტონატორზე საცობით დაწოლის წნევა არ გადაეცეს.
4. სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას ჭაბურღილები (შპურები) შეიძლება დაიმუხტოს უშუალოდ ბურღვის მიყოლებით. ჭაბურღილში (შპურში) ერთმანეთის მიყოლებით თავსდება ორი უდეტონატორო ვაზნა.
5. წყლიან პირობებში ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟისას გამოიყენება მხოლოდ საანტენო სადენები