1. სატრანშეო მუხტების ფორმირებისას ექსკავატორსა (ტრანშეამთხრელსა) და ტრანშეაში ფეთქებადი ნივთიერებების ჩამლაგებელ ამწეს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს ექსკავატორის ამოჩამჩვის (შემობრუნების) და ამწის შემობრუნების რადიუსების ჯამის სულ ცოტა 1,1-ს, ხოლო მანძილი ამწესა და დაცობაზე მომუშავე ბულდოზერს შორის - ამწის შემობრუნების რადიუსის 1,1-ს.
2. თუ დამუხტვა ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, წრფივი მუხტების გამოყენებისას დამრტყმელი ვაზნები უნდა მოეწყოს აფეთქების დღეს.
3. რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში (მცურავი, ჩამოქცევადი ქანები და ა.შ.) სადეტონაციო ზონრით Д ჯგუფის (ბოლიანი დენთების გარდა) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტების აფეთქებისას, წაგრძელებული, ჰორიზონტალური მუხტების (სატრანშეო და სახვრელე) ჩალაგება ნებადართულია გვირაბის გაყვანის მიყოლებით. დამუხტვა მრავალჩამჩიან ექსკავატორს უნდა ჩამორჩებოდეს არანაკლებ 5 მეტრით, ერთჩამჩიანს - 10 მეტრით.
4. ჭაობებში საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საწვავი გაზების აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
5. ცეცხლოვანი ხერხი დასაშვებია მხოლოდ ერთეული მუხტების აფეთქებისას.
6. ელექტროდეტონატორებით და კაფსულ-დეტონატორებით აფეთქებისას აუცილებელია სპეციალურგარსაცმიანი დამრტყმელი ვაზნების გამოყენება, რათა დეტონატორზე საცობით დაწოლის წნევა არ გადაეცეს.
7. სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას ჭაბურღილები (შპურები) შეიძლება დაიმუხტოს უშუალოდ ბურღვის მიყოლებით. ჭაბურღილში (შპურში) ერთმანეთის მიყოლებით უნდა მოთავსდეს ორი უდეტონატორო ვაზნა.
8. წყლიან პირობებში ელექტროსაამფეთქებლო ქსელის მონტაჟისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ საანტენო სადენებ