1. სატრანშეო მუხტების ფორმირებისას ექსკავატორსა (ტრანშეამთხრელსა) და ტრანშეაში ფეთქებადი ნივთიერებების ჩამლაგებელ ამწეს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს ექსკავატორის ამოჩამჩვის (შემობრუნების) და ამწის შემობრუნების რადიუსების ჯამის სულ ცოტა 1,1-ს, ხოლო მანძილი ამწესა და დაცობაზე მომუშავე ბულდოზერს შორის – ამწის შემობრუნების რადიუსის 1,1-ს.
2. თუ დამუხტვა ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, წრფივი მუხტების გამოყენებისას დამრტყმელი ვაზნები ეწყობა აფეთქების დღეს.
3. რთულ სამთო-გეოლოგიურ პირობებში (მცურავი, ჩამოქცევადი ქანები და ა.შ.) სადეტონაციო ზონრით ჯგუფის (ბოლიანი დენთების გარდა) ფეთქებადი ნივთიერებების მუხტების აფეთქებისას, წაგრძელებული, ჰორიზონტალური მუხტების (სატრანშეო და სახვრელე) ჩალაგება ნებადართულია გვირაბის გაყვანის მიყოლებით. დამუხტვა მრავალჩამჩიან ექსკავატორს უნდა ჩამორჩებოდეს არანაკლებ 5 მეტრით, ერთჩამჩიანს – 10 მეტრით
მუხლი 84. არხების და თხრილების შექმნა აფეთქებით
თავი XXIV — დამატებითი მოთხოვნები სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
- მუხლი 78. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
- მუხლი 79. ჭაბურღილისებრი, ქვაბისებრი და კამერული მუხტები
- მუხლი 80. საამფეთქებლო სამუშაოები სეისმოდაზვერვისას
- მუხლი 81. გასაგანიერებელი და საამფეთქებლო სამუშაოები ნავთობიან, გაზიან და წყლიან ჭაბურღილებში
- მუხლი 83. საამფეთქებლო სამუშაოები ჭაობებში
- მუხლი 85. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა
- მუხლი 86. სატყეო სამუშაოები
- მუხლი 87. გაფხვიერების სამუშაოები
- მუხლი 89. საამფეთქებლო სამუშაოები მაგისტრალური მილსადენების დასაცავ ზონებში
- მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 84, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-84/