1. აკრძალულია აფეთქებისთვის მომზადებული მუხტებიანი კუნძების ბურღვა.
2. ცეცხლოვანი აფეთქების მეთოდით კუნძების ამოძირკვის ან რამდენიმე ამფეთქებლის მიერ ტყის მოჭრის სამუშაოების შესრულებისას უფროსი ამფეთ-ქებელი ვალდებულია თითოეულ მათგანს მიუთითოს მოძრაობის მიმართულება.
3. კუნძების ამოძირკვისა და ტყის მოჭრის სამუშაოების ჩატარებისას, საკონტროლო მილაკი ყველა შემთხვევაში ამნთები მილაკის ცეცხლგამტარ ზონარზე 85 სმ-ით ნაკლები არ უნდა იყოს. თუ სამუშაოები ტარდება უსწორმასწორო ადგილებზე ან ბარდებში, ეს ზომა 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
4. შეყინული შეშის ან გაქერქილი მორების აფეთქებისას გამოიყენება მხოლოდ დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები. ამასთან, აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
ა) ინიციირების საშუალებებად ელექტროდეტონატორების გამოყენება;
ბ) აფეთქების დაწყებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულება.
5. ტყის დაცურებისას ხერგილების აფეთქებით გახსნის წესს ადგენს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი.
6. აფეთქების მეთოდით ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოებს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების, ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული ინსტრუქციის შესაბამისად.
7. ტყის ხანძრის ლიკვიდაციისათვის ფეთქებადი მასალების ჩამოყრა თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან დასაშვებია იმ პირობით, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში.
8. ტორფიან საფარზე ხანძრის ლიკვიდაციისათვის აფეთქებები სრულდება ხანძრის ზოლიდან არაუახლოეს 10 მეტრისა