1. ლითონების აფეთქებით მსხვრევისას და აფეთქების ენერგიის გამოყენებით ლითონების დამუშავებისას, საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება წესებისა და უსაფრთხოების ტიპური ინსტრუქციების საფუძველზე შედგენილი პროექტების მიხედვით, რომ-ლებიც მტკიცდება ტექზედამხედველობის მიერ. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია საწარმოებში დამუშავდეს და ტექზედამხედველობასთან შეთანხმდეს ინსტრუქციები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ლითონის აფეთქების ენერგიით დამუშავების უსაფრთხოების სპეციფიკური თავისებურებანი.
2. იმ სათავსებისა და მოედნების კონსტრუქციები, სადაც სრულდება ლითონის აფეთქებით დამუშავება, გათვლილი უნდა იყოს მაქსიმალურად დასაშვები მასის მუხტის აფეთქებაზე. ასეთი სათავსები და მოედნები საექსპლუატაციოდ მიიღება საწარმოს კომისიის მიერ. კომისიაში მონაწილეობს ტექზედამხედველობის წარმომადგენელი. სათავსები და მოედნები წელიწადში ერთხელ მოწმდება საწარმოს კომისიის მიერ, რაზეც დგება აქტი მათი შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ.
3. ტექნოლოგიური მოწყობილობის (რომლებზედაც ჩამონტაჟებულია ფეთქებადი ნივთიერების მუხტი) ასაწევი საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედი მუხრუჭით, ასევე ავტომატურად გასაჩერებელი ბოლო ამომრთველებით
მუხლი 93. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
თავი XXVI — დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 85. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა
- მუხლი 86. სატყეო სამუშაოები
- მუხლი 87. გაფხვიერების სამუშაოები
- მუხლი 89. საამფეთქებლო სამუშაოები მაგისტრალური მილსადენების დასაცავ ზონებში
- მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
- მუხლი 92. წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოები
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევების ტექნიკური გამოკვლევა
- მუხლი 3. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევის აღრიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 93, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-93/