1. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების (შემდგომში – ფეთქებადი მასალები) დანაკლისის (დატაცების, დაკარგვის ან გაბნევის) შემთხვევების ტექნიკურ გამოკვლევას ახორციელებს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – ტექზედამხედველობა).
2. ფეთქებადი მასალების დატაცებად, დაკარგვად და გაბნევად (შემდგომში – დანაკლისად) ითვლება:
ა) ფეთქებადი მასალების დატაცება – საწარმოს კუთვნილი ფეთქებადი მასალების უკანონოდ მისაკუთრება;
ბ) ფეთქებადი მასალების დაკარგვა – ფეთქებადი მასალების ბრუნვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეული დანაკარგები;
გ) ფეთქებადი მასალების გაბნევა – ფეთქებადი მასალების ისეთ ადგილებში განთავსება, რომლებიც არ შეესაბამება „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნებს.
3. ტექნიკურ გამოკვლევასა და აღრიცხვას ექვემდებარება საწარმოში, ორგანიზაციაში (შემდგომში – საწარმო) ფეთქებადი მასალების დანაკლისის ყველა შემთხვევა, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში.
4. ტექნიკური გამოკვლევის მიზანია:
ა) დაადგინოს ფეთქებადი მასალების დანაკლისის გარემოება და მიზეზი;
ბ) გამოავლინოს ფეთქებადი მასალების შენახვის, გადაზიდვის, გამოყენებისა და აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევები;
გ) დასახოს ღონისძიებები ანალოგიური დარღვევების თავიდან ასაცილებლად, რომელთა შესრულება სავალდებულოა იმ საწარმოთათვის, სადაც ეს შემთხვევა მოხდა.
5. საწარმოში ფეთქებადი მასალების დანაკლისის ყველა შემთხვევას საწარმოს ადმინისტრაცია არეგისტრირებს (აღრიცხავს) სპეციალურ ჟურნალში (დანართი 1).
6. ტექნიკური გამოკვლევის მასალების საფუძველზე დგება ტექნიკური გამოკვლევის აქტი 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 1 რჩება საწარმოში, 1 გადაეცემა ტექზედამხედველობას, 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
თავი XXVI — დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მეზობელი მუხლები
- მუხლი 89. საამფეთქებლო სამუშაოები მაგისტრალური მილსადენების დასაცავ ზონებში
- მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
- მუხლი 92. წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოები
- მუხლი 93. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 2. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევების ტექნიკური გამოკვლევა
- მუხლი 3. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევის აღრიცხვა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ძირითადი ცნებები
- მუხლი 3. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების რეესტრში რეგისტრაციისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 1, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-1-2/