1. საამფეთქებლო სამუშაოების წყალქვეშ შესასრულებლად შემსრულებელთა ბრიგადის შემადგენლობა განისაზღვრება პროექტით. მუხტების ჩაწყობის უფლება აქვს მხოლოდ ამფეთქებელს. თუ მუხტების საერთო მასა 40 კგ-ს აღემატება, საჭიროა თვითმავალი მცურავი საშუალებების გამოყენება, რომლებიც მოწყობილია საამფეთქებლო სამუშაოების საწარმოებლად.
2. ცეცხლოვანი ხერხით აფეთქებებისას მცურავი საშუალების ერთ შესვლაზე მოკიდებათა რიცხვი ხუთს არ უნდა აღემატებოდეს.
3. წყლის დინების ძალით ელექტროსაამფეთქებლო ქსელის გაწყვეტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მუხტების ერთმანეთთან დაკავშირება ისეთი საშუალებებით, რომლებიც გაუძლებენ მდინარის დინების ძალას.
4. აფეთქების უფლება აქვს მხოლოდ იმ ამფეთქებელს, რომელმაც ჩააწყო მუხტები.
5. მუხტის კონსტრუქცია ირჩევა ისე, რომ იგი თავისუფლად იძირებოდეს წყალში. თითოეულ ჩაშვებულ მუხტს მჭიდროდ ებმება ქერქეჭელა (ტივტივა), რომელიც კარგად უნდა ჩანდეს გემიდან (ნავიდან) და საამფეთქებლო ხელსაწყოს განლაგების ადგილიდან.
6. წყალში მუხტების ჩაშვება ხორციელდება ამფეთქებლის ან სპეციალურად დანიშნული ტექნიკური ზედამხედველის ბრძანებით
7. საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარება ნისლში, სიბნელეში, აგრეთვე 3 ბალზე მეტი ღელვისას ან 12 მ/წმ ქარის სიჩქარის შემთხვევებში, აკრძალულია.
თავი XXVI. დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისა
მუხლი 92. წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოები
თავი XXV — დამატებითი მოთხოვნები ყინულის აფეთქებისა და წყალქვეშა საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 84. არხების და თხრილების შექმნა აფეთქებით
- მუხლი 85. შენობა-ნაგებობების, საფაბრიკო მილების ნგრევა და ფუნდამენტების რღვევა
- მუხლი 86. სატყეო სამუშაოები
- მუხლი 87. გაფხვიერების სამუშაოები
- მუხლი 89. საამფეთქებლო სამუშაოები მაგისტრალური მილსადენების დასაცავ ზონებში
- მუხლი 91. ყინულის აფეთქების სამუშაოები
- მუხლი 93. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ლითონზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას
- მუხლი 94. ლითონის და ლითონის კონსტრუქციების მსხვრევა
- მუხლი 95. ცხელი მასივების მსხვრევა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ფეთქებადი მასალების დანაკლისის შემთხვევების ტექნიკური გამოკვლევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 92, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-92/