1. საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად ნაჩვენები უნდა იყოს დასანგრევი ობიექტის გადაწოლის მიმართულება, აგრეთვე, მისი არასრული ნგრევის შემთხვევაში – ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა.
2. აკრძალულია დასანგრევი ობიექტის მასივის გახსნილ სიცარიელეში, ნაპრალში შპურების დამუხტვა და აფეთქება.
3. პირველი სიგნალი გაიცემა ელექტროდეტონატორებიანი დამრტყმელი ვაზნების ჩაწყობის წინ, სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას – საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ. სიგნალი „გასაყრისი“ გაიცემა მხოლოდ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ტექნიკური ზედამხედველის ბრძანებით, ამფეთქებელთან ერთად აფეთქების ადგილის დათვალიერების შემდეგ.
4. საშიშ ზონაში, წნევის ქვეშ არსებულ ქვაბებში, მილსადენებში და სხვა ობიექტებზე საჭიროა წნევის დადაბლება იმ ორგანიზაციების მიერ დადგენილ ზღვრამდე, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ამ ობიექტებს