1. საამფეთქებლო სამუშაოების პროექტში, სხვა საკითხებთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ნაჩვენები დასანგრევი ობიექტის გადაწოლის მიმართულება, აგრეთვე, მისი არასრული ნგრევის შემთხვევაში - ჩასატარებელი ღონისძიებების ნუსხა.
2. აკრძალულია დასანგრევი ობიექტის მასივის გახსნილ სიცარიელეში, ნაპრალში შპურების დამუხტვა და აფეთქება.
3. პირველი სიგნალი უნდა გაიცეს ელექტროდეტონატორებიანი დამრტყმელი ვაზნების ჩაწყობის წინ, სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას - საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ. სიგნალი “გასაყრისი” გაიცემა მხოლოდ აფეთქებებზე პასუხისმგებელი ტექნიკური ზედამხედველის ბრძანებით, ამფეთქებელთან ერთად აფეთქების ადგილის დათვალიერების შემდეგ.
4. საშიშ ზონაში, წნევის ქვეშ არსებულ ქვაბებში, მილსადენებში და სხვა ობიექტებზე უნდა მოხდეს წნევის დადაბლება იმ ორგანიზაციების მიერ დადგენილ ზღვრამდე, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ ამ ობიექტებს.
5. აკრძალულია აფეთქებისთვის მომზადებული მუხტებიანი კუნძების ბურღვა.
6. ცეცხლოვანი აფეთქების მეთოდით კუნძების ამოძირკვის ან რამდენიმე ამფეთქებლის მიერ ტყის მოჭრის სამუშაოების შესრულებისას უფროსი ამფეთქებელი ვალდებულია თითოეულ მათგანს მიუთითოს მოძრაობის მიმართულება.
7. კუნძების ამოძირკვისა და ტყის მოჭრის სამუშაოების ჩატარებისას, საკონტროლო მილაკი ყველა შემთხვევაში ამნთები მილაკის ცეცხლგამტარ ზონარზე 85 სმ-ით ნაკლები არ უნდა იყოს. თუ სამუშაოები ტარდება უსწორმასწორო ადგილებზე ან ბარდებში, ეს ზომა 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს.
8. შეყინული შეშის ან გაქერქილი მორების აფეთქებისას გამოიყენება მხოლოდ დამცავი ფეთქებადი ნივთიერებები. ამასთან, აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
ა) ინიციირების საშუალებებად ელექტროდეტონატორების გამოყენება;
ბ) აფეთქების დაწყებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულება.
9. ტყის დაცურებისას ხერგილების აფეთქებით გახსნის წესს ადგენს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი.
10. ტყის ხანძრის ლიკვიდაციისათვის ფეთქებადი მასალების ჩამოყრა თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან დასაშვებია იმ პირობით, თუ ისინი მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერებში.
11. ტორფიან საფარზე ხანძრის ლიკვიდაციისათვის აფეთქებები უნდა სრულდებოდეს ხანძრის ზოლიდან სულ ცოტა, 10 მეტრის მანძილზე.
12. აკრძალულია თხევადი ნიტროეთერების შემცველი ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება შეყინული მადნის, ნახშირის, მადნის კონცენტრატების, ლითონის ბურბუშელის გაფხვიერებისათვის. ლითონის ბურბუშელის გაფხვიერებისათვის ელექტრული აფეთქება დაუშვებელია. ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული მინერალური სასუქების აფეთქებით გაფხვიერება დაუშვებელია.
13. სუფრის მარილის გაფხვიერება დასაშვებია მხოლოდ ქაღალდის გარსაცმიანი კაფსულდეტონატორების გამოყენები