1. განსაკუთრებელი დანიშნულების (ობიექტები მაიონებელი გამოსხივების წყაროებითა და დანადგარებით, ელექტროსადგურები, რკინიგზები და საავტომობილო გზები, წყლით სავალი გზები, ელექტროგადაცემის ხაზები, ქვესადგურები, ქარხნები, რკინიგზის სადგურები, პორტები, ნავმისადგომები, მიწისქვეშა ნაგებობები, სატელეფონო ხაზები) ობიექტების სიახლოვეს საამფეთქებლო სამუშაოები ხორციელდება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმების საფუძველზე.

2. საამფეთქებლო სადგური საშიში ზონის გარეთ უნდა განლაგდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მოეწყოს სპეციალური თავშესაფრები (ბლინდაჟები და ა.შ.), რომელთა განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით ან პასპორტით.

3. ხელოვნური ან ბუნებრივი თავშესაფრები ისე უნდა მოეწყოს, რომ საიმედოდ დაიცვას საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლები როგორც აფეთქების ტალღის, ისე შხამიანი გაზების ზემოქმედებისაგან. თავშესაფრებთან მისასვლელი გზები არ უნდა იყოს ჩახერგილი.

4. თუ ასაფეთქებლად მომზადებული მუხტები განლაგებულია აღმოსაჩენად რთულ ადგილებზე (ბუჩქნარი და ა.შ.), ხოლო მათი აფეთქება გათვალისწინებულია ცეცხლოვანი ხერხით, მუხტებთან უნდა დაიდგას განმასხვავებელი ნიშნებ