1. რყევითი აფეთქებებით ნახშირის ფენების გახსნა, გარდა დიდი სიმძლავრის ციცაბო ფენებისა, წარმოებს გამხსნელი გვირაბის მთლიანი საპროექტო კვეთით. დიდი სიმძლავრის ფენების გახსნისას, აფეთქების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ნახშირის ფენის გაშიშვლებისათვის (ფუჭი ქანის საცობის მონგრევისათვის).

2. ფენების გადაკვეთა ხორციელდება ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში ფენებისათვის სამთო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად.

3. უშუალოდ ნახშირის ფენის წინ ფუჭი ქანის საცობის ლიკვიდაცია წარმოებს ერთჯერადი აფეთქებით.

4. გამხსნელი გვირაბის სანგრევში რყევითი აფეთქების რეჟიმი მოქმედებაში შედის ნახშირის ფენამდე 4 მეტრი მანძილით მიახლოებისას და შესაძლებელია მოიხსნას ნახშირის ფენის გადაკვეთის ადგილიდან სანგრევის 4 მეტრით დაშორების შემდეგ.

5. ნახშირის ფენის გახსნა სრულდება შემდეგი თანამიმდევრობით: გამხსნელი გვირაბის სანგრევის მიახლოება ფენასთან, ფენის გაშიშვლება და გადაკვეთა, ფენიდან დაშორება გადაკვეთის შემდეგ.

6. სანგრევში, სადაც გათვალისწინებულია რყევითი აფეთქებების შესრულება, წინმსწრები შპურები ან ჭაბურღილები (რომლებიც დამუხტვისათვის არ არის განკუთვნილი) რყევითი აფეთქებების წინ, დასამუხტ შპურებზე 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე ივსება თიხით ან სხვა არასაწვავი მასალით. წინმსწრებ შპურებში (ჭაბურღილებში) მუხტების აფეთქება აკრძალულია.

7. რყევითი აფეთქებების შესასრულებლად მოსამზადებელი გვირაბების სანგრევებთან სპეციალური კაბელებით მიიყვანება მუდმივი ელექტროსაამფეთქებლო მაგისტრალი.

8. ნახშირისა და შერეულ სანგრევებში, აგრეთვე უეცარი გამოტყორცნების მხრივ საშიშ ქანებში მუხტების ინიციირება დასაშვებია მხოლოდ მცირედ დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორებით. დაყოვნების დრო 220 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ქანების გახსნისას, მათ გაშიშვლებამდე ელექტროდეტონატორების დაყოვნების დრო 320 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

9. ქანების რყევითი აფეთქებებით გახსნისას მაინიცირებელი საშუალებებისა და სხვადასხვა კლასის ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენებისას მათი სიდიდეები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.

10. ფენების გაშიშვლება და მათი გადაკვეთა ბურღვა-აფეთქების მეთოდით უნდა განხორციელდეს, თუ ფუჭი ქანის სისქე ნორმალის მიმართულებით გვირაბის სანგრევსა და ციცაბო ფენას შორის 2 მეტრზე მეტია, ხოლო დამრეც და დახრილ ფენებში – 1 მეტრზე მეტი.

11. ნახშირის ფენის ჰიდროგამორეცხვის შემდეგ, ციცაბო ფენების წინ (მათ გაშიშვლებამდე) ფუჭი ქანის საცობის სისქე გამხსნელი გვირაბის სანგრევსა და გამორეცხილ სიბრტყეს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1,2 მეტრს. ჰიდროგამორეცხვის შემდეგ ფუჭი ქანის საცობის სალიკვიდაციოდ, უკანასკნელად ასაფეთქებელი მუხტებისათვის განკუთვნილი შპურები ისე უნდა დაიბურღოს, რომ მათი ბოლოები გამორეცხილი სიბრტყიდან 0,5 მეტრით იყოს დაშორებული.

12. გამოტყორცნის მხრივ საშიშ ფენებში, როცა გვერდითი  ქანები სუსტია, მოსამზადებელი გვირაბების სანგრევებში რყევითი აფეთქებები უნდა განხორციელდეს წინმსწრები სამაგრის გამოყენებით. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტებში ზედა რიგის შპურები უნდა განლაგდეს წინმსწრები სამაგრიდან არანაკლებ 0,5 მეტრის მანძილზე.

13. გვირაბების სანგრევებში, რომლებიც ნიავდება განკერძოებულად, მაგრამ განლაგებულია ისე, რომ ერთ-ერთ მათგანში მუხტების აფეთქებამ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სანგრევებთან მიმავალი ელექტროსაამფეთქებლო ქსელის დაზიანება, რყევითი აფეთქებები ტარდება:

ა) ყველა სანგრევში დენის იმპულსის ერთდროული მიწოდებით;

ბ) სხვადასხვა დროს მიწოდებით, თუ ყოველი მომდევნო სანგრევის დამუხტვა და   აფეთქება ხორციელდება წინა სანგრევში მუხტების აფეთქებისა და საამფეთქებლო    სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების უზრუნველყოფის სათანადო ღონისძიებების    განხორციელების შემდეგ.

14. ნახშირის ფენაში რყევითი აფეთქებებისათვის განკუთვნილი შპურები იბურღება ბრუნვითი ბურღვის ხერხით. ფუჭ ქანებში დასაშვებია დარტყმითი და დარტყმა-ბრუნვითი ბურღვის ხერხის გამოყენება.

თავი XX. სამთო დარტყმების მხრივ საშიში

ფენები (ქანებ