1. ქანების რყევითი აფეთქებით მონგრევისას უნდა განისაზღვროს სახიფათო ზონა. სახიფათო ზონა მოიცავს შახტის ყველა გვირაბს, რომლებიც განლაგებულია სანგრევიდან ჰაერის სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით, აგრეთვე სანგრევსა და ამფეთქებლის თავშესაფარს შორის განლაგებულ გვირაბებს.

2. რყევითი აფეთქებისას დამუხტვის წინ სახიფათო ზონის ყველა გვირაბში უნდა გამოირთოს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის ჩართვა დასაშვებია აფეთქების დასრულებისას გვირაბების ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის შემოწმების შემდეგ.

3. რყევითი აფეთქებების შესრულებისას დაუშვებელია ადგილობრივი განიავების ვენტილატორებისა და მეთანშემცველობის ავტომატური საზომი ხელსაწყოების, აგრეთვე ნახშირის ფენების გამოტყორცნის მხრივ საშიში ზონების კონტროლისათვის საჭირო გადამწოდების გამორთვა. სანგრევებში, რომლებშიც ელექტროენერგიის გამორთვა შეუძლებელია (მათი შესაძლო დატბორვის გამო), ძაბვა იხსნება საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ.

4. რყევითი აფეთქებების წინ, ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს სახიფათო ზონაში განლაგებული სავენტილაციო ქსელის გამართულობა. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, სავენტილაციო დანადგარების მოწესრიგებამდე რყევითი აფეთქებების ჩატარება აკრძალული