1. ქანების რყევითი აფეთქებით მონგრევისას საჭიროა სახიფათო ზონის განსაზღვრა. სახიფათო ზონა მოიცავს შახტის ყველა გვირაბს, რომლებიც განლაგებულია სანგრევიდან ჰაერის სავენტილაციო ნაკადის მიმართულებით, აგრეთვე სანგრევსა და ამფეთქებლის თავშესაფარს შორის განლაგებულ გვირაბებს.
2. რყევითი აფეთქებისას დამუხტვის წინ სახიფათო ზონის ყველა გვირაბში უნდა გამოირთოს ელექტროენერგია. ელექტროენერგიის ჩართვა დასაშვებია აფეთქების დასრულებისას გვირაბების ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციის შემოწმების შემდეგ.
3. რყევითი აფეთქებების შესრულებისას დაუშვებელია ადგილობრივი განიავების ვენტილატორებისა და მეთანშემცველობის ავტომატური საზომი ხელსაწყოების, აგრეთვე ნახშირის ფენების გამოტყორცნის მხრივ საშიში ზონების კონტროლისათვის საჭირო გადამწოდების გამორთვა. სანგრევებში, რომლებშიც ელექტროენერგიის გამორთვა შეუძლებელია (მათი შესაძლო დატბორვის გამო), ძაბვა იხსნება საამფეთქებლო ქსელის მონტაჟის დაწყების წინ.
4. რყევითი აფეთქებების წინ ტექნიკურმა ზედამხედველმა უნდა შეამოწმოს სახიფათო ზონაში განლაგებული სავენტილაციო ქსელის გამართულობა. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, სავენტილაციო დანადგარების მოწესრიგებამდე რყევითი აფეთქებების ჩატარება აკრძალულია
მუხლი 73. სახიფათო ზონა
თავი XX — ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 34. უსაფრთხო მანძილის ნორმა ხალხისათვის
- მუხლი 35. ხალხისათვის უსაფრთხო მანძილების (ზონების)
- მუხლი 36. უსაფრთხო მანძილები შენობა-ნაგებობებისათვის, მექანიზმებისათვის
- მუხლი 37. უსაფრთხო მანძილი შემინვისათვის
- მუხლი 71. მუხტების აფეთქება
- მუხლი 72. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებისათვის
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
- მუხლი 78. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები მიწის ზედაპირზე განლაგებული ობიექტებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 73, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-73/