1. ფეთქებადი მასალების შეყურსული მუხტის ერთჯერადი აფეთქებისას შენობების, ნაგებობებისა და მექანიზმებისათვის სეისმურად უსაფრთხო მანძილად იგულისხმება ის მინიმალური მანძილი, რომელზეც ისინი გრუნტის რყევის გამო არ კარგავენ ნორმალური ფუნქციონირების უნარს (ცალკეულ შენობებსა და ნაგებობებში მცირე დაზიანების გამოვლინების ალბათობა შეადგენს დაახლოებით 0,1-ს).
2. სეისმურად უსაფრთხო მანძილი განისაზღვრება ფორმულით
(1)
სადაც rს არის მანძილი აფეთქების ადგილიდან დასაცავ ობიექტამდე, მ; kქ – კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია დასაცავი ობიექტის საძირკვლის მიმდებარე ქანის თვისებებზე; kს – კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია შენობის (ნაგებობის) ტიპზე და სამშენებლო მასალაზე; Q – მუხტის მასა, კგ; a – კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია აფეთქების პირობებზე.
3. Kქ კოეფიციენტის მნიშვნელობებია:
ა) მკვრივი, კლდოვანი დაუშლელი ქანებისათვის – 5;
ბ) დაშლილი კლდოვანი ქანებისათვის – 8;
გ) 10 მეტრზე მეტი სიღრმის არაწყალშემცველი ქვიშის და თიხის გრუნტებისათვის – 12;
დ) წყალშემცველი და მაღალი დონის წყლიანი გრუნტებისათვის – 15;
ე) წყალნაჯერი გრუნტებისათვის – 20.
4. Kს-ს მნიშვნელობებია:
ა) ლითონის ან რკინაბეტონის კარკასით აგებული სამრეწველო დანიშნულების ცალკე მდგომი შენობა-ნაგებობებისათვის – 1;
ბ) აგურით ან აგურისმაგვარი სხვა მასალით აგებული ცალკე მდგომი, არა უმეტეს
სამსართულიანი შენობისათვის – 1,5;
გ) მცირე დასახლებული პუნქტებისათვის – 2.
5. a კოეფიციენტის მნიშვნელობებია:
ა) კამუფლეტური და გაფხვიერების მუხტების აფეთქებისას – 1;
ბ) ამოყრაზე აფეთქებისას – 0,8;
გ) ნახევრად ჩაღრმავებული მუხტის აფეთქებისას – 0,5.
6. წყალში ან წყალნაჯერ ქანებში მუხტის მოთავსებისას a კოეფიციენტის მნიშვნელობა უნდა გაიზარდოს 1,5–2-ჯერ. ზედაპირზე გარე მუხტების აფეთქებისას სეისმური მოქმედება მხედველობაში არ მიიღება.
7. შენობა-ნაგებობებიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მუხტების აფეთქებისას სეისმური მოქმედება ლოკალური ხასიათისაა, ამიტომ (1) ფორმულით გამოთვლილი მაქსიმალურად დასაშვები მუხტის მასის სიდიდე მიიღება შემცირებული. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია მისი გაზრდა.
8. N რაოდენობისა და Q მასის მუხტთა ჯგუფების ერთდროულად (დაყოვნების გარეშე) აფეთქებისას, თუ დასაცავი ობიექტიდან უახლოეს და უშორეს მუხტებამდე მანძილებს შორის სხვაობა არა უმეტეს 20%-ია, სეისმურად უსაფრთხო მანძილი გამოითვლება ფორმულით
,(2)
9. თუ წინა პუნქტში აღნიშნულ მანძილებში სხვაობა 20% და მეტია, დასაცავი ობიექტი სეისმურად უსაფრთხო ზონაში იქნება შემდეგ პირობებში:
,(3)
სადაც N არის მუხტების რაოდენობა; qi – ცალკეული მუხტის მასა, კგ; ri – თითოეული მუხტის დაშორების მანძილი დასაცავი ობიექტიდან, მ.
10. N რაოდენობის და Q მასის მუხტების დაყოვნებით აფეთქებისას, როცა რიგებს შორის დაყოვნების ინტერვალი არანაკლებ 20 მილიწამია, სეისმურად უსაფრთხო მანძილი გამოითვლება შემდეგნაირად:
(4)
11. მე-4 ფორმულაში Q-სა და N-ის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება ის მუხტები, რომელთა მასა სამჯერ ან უფრო მეტად ნაკლებია ასაფეთქებელ მუხტთა ჯგუფის მაქსიმალურ მასაზე.
12. მე-10 პუნქტის პირობებში, თუ განაპირა მუხტებიდან დასაცავ ობიექტამდე რს მანძილები ერთმანეთისაგან განსხვავდება 20%-ზე მეტად, დასაცავი ნაგებობა სეისმურად არასაშიშ ზონაში მოხვდება შემდეგ პირობებში:
(5)
13. მე-5 ფორმულაში N-ის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება მუხტები, რომელთათვისაც qi/ri3 სამჯერ და უფრო მეტად ნაკლებია ასაფეთქებელ მუხტთა ჯგუფის მაქსიმალურ მასაზე.
14. მუხტთა ჯგუფების აფეთქებისას, როცა ცალ-კეულ ჯგუფში მუხტთა შორის აფეთქების დაყოვნება 20 მილიწამზე ნაკლებია, თითოეული ჯგუფი განიხი-ლება, როგორც ცალკე მუხტი. ri იანგარიშება (4) და (5) ფორმულებით. ამ შემთხვევაში N ჯგუფების რაოდენობაა.
15. სეისმურად უსაფრთხო მანძილების ზემომოყვანილი გამოთვლები შეეხება ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფ შენობებსა და ნაგებობებს.
16. თუ შენობა დაზიანებულია (კედლების ბზარები და სხვ.) (1)¸(5) ფორმულებით გამოთვლილი სეისმურად უსაფრთხო მანძილი უნდა გაიზარდოს, რომლის სიდიდე დგინდება სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ. ასეთი დასკვნის არარსებობის შემთხვევაში გამოთვლილი უსაფრთხო მანძილი უნდა გაიზარდოს ორჯერ მაინც.
17. ზემომოყვანილი წესით სეისმურად უსაფრთხო მანძილის დადგენა უნიკალური შენობების (ატომური ელექტროსადგურების შენობები, კოშკები, მაღლივი შენობები და ა.შ.) ან რთული საინჟინრო ნაგებობების (ხიდები, სხვადასხვა დანიშნულების რეაქტორები, რადიო და ტელეანძები) დაზიანებისაგან დასაცავად არ შეიძლება. ასეთი ობიექტებისათვის სეისმური უსაფრთხოების საკითხი წყდება სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ.
18. მძლავრი (1000 ტ ან მეტი ფეთქებადი ნივთიერებების) აფეთქებისას სეისმურად უსაფრთხო მანძილები დგინდება სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ.
19. ჰაერის დარტყმითი ტალღის მიხედვით უსაფრთხო მანძილი, შენობებისა და ნაგებობებისათვის მუხტების მიწის ზედაპირზე აფეთქებისას გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:
(6)
(7)
სადაც rჰ არის უსაფრთხო მანძილი, მ; Q – ფეთქებადი ნივთიერების მასა, კგ; kჰ და kჰ პროპორციულობის კოეფიციენტები, რომელთა მნიშვნელობები დამოკიდებულია ფეთქებადი ნივთიერების მასაზე და ქანებში მათი განთავსების პირობებზე, აგრეთვე შენობებისა და ნაგებობების დაზიანების დასაშვებ ხარისხზე.
20. (6) და (7) ფორმულებში kჰ და კჰ კოეფიციენტების მნიშვნელობები მოცემულია მე-5 ცხრილში.
ცხრილი 5
დაზიანების ხარისხი
მოსალოდნელი დაზიანებები
ღია მუხტი
თავის სიმაღლეზე ჩაღრმავებული მუხტი
n=3
Q, ტ
kჰ
Kჰ
Q, ტ
kჰ
Kჰ
kჰ
1
დაზიანების გარეშე
10
50-150
–
–
400
20
20-50
–
–
200
3-10
–
2
შემინვის შემთხვევითი დაზიანება
10
10-30
–
–
60-100
20
5-12
–
–
50
–
1-.2
3
მინების მთლიანი დამსხვრევა, კარების და ჩარჩოების ნაწილობრივი დაზიანება, შიგა მსუბუქი ტიხრებისა და ბათქაშის რღვევა
10
5-8
–
–
30-50
–
–
–
2-4
–
–
–
0,5-1
4
შიგა ტიხრების, ჩარჩოების, კარების მცირე ზომის შენობების სრული რღვევა
–
2-4
–
–
1-2
–
ნგრევა ძაბრის ფარგლებში
5
ნაკლებად მდგრადი ქვისა და ხის შენობების რღვევა, რკინიგზის შემადგენლობის გადაყირავება
–
1,5-2
–
–
0,5-1
–
–
21. (6) და (7) ფორმულებით გამოითვლება უსაფრთხო მანძილი გარე და ამოყრის მუხტების აფეთქების ადგილიდან ფეთქებადი მასალების დამზადების პუნქტების, საწყობების, დასატვირთი და გადამუშავების, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებების სადგომების განლაგების ადგილებამდე.
22. მე-5 ცხრილით სარგებლობისას გასათვალისწინებელია შემდეგი:
ა) დაზიანების ხარისხისა და კოეფიციენტის შერჩევის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადგილობრივი პირობების ერთობლიობა. რთულ შემთხვევებში, დაზიანების ხარისხის შერჩევაში უნდა მონაწილეობდნენ საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელი, დაინტერესებული ორგანიზაციის და ტექზედამხედველობის წარმომადგენლები;
ბ) ფეთქებადი მასალების საწყობების ადგილმდებარეობის შერჩევისას დაზიანების ხარისხის და კოეფიციენტების მნიშვნელობები დგინდება საწყობის ახლომდებარე ობიექტების მნიშვნელობის მიხედვით. ზოგად შემთხვევებში ფეთქებადი მასალების საწყობებიდან დასახლებულ პუნქტებამდე, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებამდე, ქარხნებამდე, ფეთქებადი ნივთიერებებისა და ცეცხლსაშიში მასალების საწყობებამდე, სახელმწიფო დანიშნულების შენობებამდე უსაფრთხო მანძილის გამოთვლისას მიიღება დაზიანების მესამე ხარისხი. ცალკე მდგომი მეორეხარისხოვანი შენობებისათვის, ნაკლებად დატვირთული საავტომობილო და რკინიგზებისათვის, განსაკუთრებით მდგრადი ნაგებობებისათვის (ფოლადის და რკინაბეტონის ხიდები, ფოლადის და რკინაბეტონის ელევატორები და სხვ.) მიიღება დაზიანების მეოთხე ხარისხი;
გ) ელექტროგადაცემის ხაზებამდე უსაფრთხო მანძილები გამოითვლება ქანების ნამსხვრევების გაფანტვის გამოსაანგარიშებელი ფორმულებით, ვინაიდან ელექტროგადაცემის ხაზები ჰაერის დარტყმითი ტალღის მიმართ მეტად მდგრად კონსტრუქციებს მიეკუთვნება;
დ) მე-5 ცხრილში კოეფიციენტები ერთმნიშვნელოვნად არ არის მითითებული. მათი მნიშვნელობა ირჩევა იმ ობიექტის მდგომარეობის მიხედვით, რომლისთვისაც დგინდება უსაფრთხო მანძილი. რაც უფრო მდგრადია ობიექტი, მით უფრო ნაკლებია კოეფიციენტის მნიშვნელობა;
ე) უსაფრთხო მანძილების გამოთვლისას ფეთქებადი ნივთიერებების მახასიათებლები მხედველობაში არ მიიღება.
23. თუ დასაცავი ობიექტი მდებარეობს რაიმე ზღუდის (ხშირი ტყე, ბორცვი და სხვ.) უკან, მაშინ (6) და (7) ფორმულებით გამოთვლილი უსაფრთხო მანძილი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ.
24. ვიწრო ზოლებში (სახლებს შორის, ქუჩებში) აფეთქების წარმოებისას (6) და (7) ფორმულებით გამოთვლილი უსაფრთხო მანძილი უნდა გაიზარდოს ორჯერ.
25. თუ აფეთქების ადგილიდან 1,5 ÖQ რადიუსზე აგებულია მტკიცე ზღუდეები (კედლები, მიწაყრილები და სხვ.), ზღუდის საწინააღმდეგო მიმართულებით (6) ფორმულით გამოთვლილი უსაფრთხო მანძილი უნდა გაიზარდოს 1,3-ჯერ, ხოლო (7) ფორმულით – 1,4-ჯერ.
26. ჰაერის დარტყმითი ტალღის დამაზიანებელი მოქმედების შემცირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი საშუალებები:
ა) ღია მუხტზე გრუნტის წაყრა (დაცობა). მუხტის სიმაღლის არანაკლებ 5-ჯერ მეტ სისქეზე დაცობის შემთხვევაში უსაფრთხო მანძილი შეიძლება შემცირდეს 4-ჯერ. დაცობის მასალა არ უნდა შეიცავდეს მძიმე საგნებს (ქვები, მსხვილი ხრეში და სხვ.);
ბ) ფანჯრების გაღება და მათი დამაგრება ღია მდგომარეობაში; ფანჯრების ღიობებზე მტკიცე ფარების მიფარება და ა.შ.;
გ) ქვიშით ავსებული ტომრებით ან ყუთებით დაცვა.
27. ობიექტებზე ჰაერის დარტყმითი ტალღის ზემოქმედების უსაფრთხო მანძილები ფეთქებადი მასალების სხვადასხვა ტიპის საცავებამდე მოცემულია მე-6 ცხრილში.
ცხრილი 6
ობიექტების სავარაუდო ნუსხა
საცავების განლაგების პირობები
საანგარიშო ფორმულები
მინიმალურად დასაშვები მანძილი ობიექტამდე (მ),ფეთქებადი ნივთიერების მასის მიხედვით (კგ)
500
1.103
2.103
4.103
1.104
1,5.104
2,5.104
5.104
7,5.104
1.105
2.105
2,5.105
1. ცალკეული შენობები და ნაგებობები, ნაკლებად დატვირთული საავტომობილო გზები და რკინიგზები, ჰაერის დარტყმითი ტალღისადმი განსაკუთრებით გამძლე ნაგებობები (ფოლადისა და რკინაბეტონის ხიდები, ურნალები, ელევატორები და სხვ.)
ჩაღრმავებული (მოზვინული)
ღიად განლაგებული
20
45
30
60
40
90
65
130
100
200
120
240
160
320
220
450
270
550
320
630
450
900
500
1000
2. დასახლებული პუნქტები, ავტო და სარკინიგზო მაგისტრალეი, ქარხნები, ფაბრიკები, ფეთქებადი ცეცხლსაშიში მასალების საწყობები, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნაგებობები
ჩაღრმავებული (მოზვინული)
ღიად განლაგებული
თუ
თუ Q>10ტ
45
100
60
160
90
220
130
320
200
500
240
740
320
880
450
1100
550
1250
630
1400
900
1750
1000
1900
3. ობიექტები, რომლებზეც დასაშვებია მხოლოდ შემინვის შემთხვევითი დაზიანება
ჩაღრმავებული (მოზვინული)
ღიად განლაგებული
თუ
თუ Q>10ტ
220
320
450
630
1000
1500
1750
2200
2500
2800
3500
3800
მე-6 ცხრილის მიხედვით მანძილების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა საწყობის მთლიანი ტევადობა, არამედ ფეთქებადი მასალების უდიდესი საცავის ტევადობა