1. სარტყამი ვაზნები მზადდება უშუალოდ სამუშაო ადგილებზე ან საწარმოს ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ვაზნები მზადდება ერთი აფეთქებისათვის საჭირო რაოდენობით.
2. ზედაპირიდან ჭაურების გაყვანისას სარტყამი ვაზნები მზადდება სპეციალურ ჯიხურებში.
3. ვაზნაში დეტონატორი მთლიანად უნდა მოთავსდეს და საიმედოდ ჩამაგრდეს. დეტონატორის ჩასადები ღრმულის გასაკეთებელი ჩხირი დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს და არ განიცდის კოროზიას ფეთქებად ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას.
4. დაწნეხილი ან ჩამოსხმული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დასამზადებლად გამოიყენება ვაზნები, რომლებსაც დეტონატორის მოსათავსებელი ღრმული ქარხანა-დამამზადებლის მიერ აქვთ დატოვებული. ასეთ ვაზნებში ღრმულის ჩაღრმავება ან გაგანიერება აკრძალულია.
5. ფხვნილისებრი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დამზადებისას სადეტონაციო ზონრის ბოლო უნდა გაინასკვოს და ისე ჩაიდოს ვაზნაში. ნებადართულია ვაზნაზე ზონრის დახვევა.
6. გამოუყენებელი სარტყამი ვაზნა ნადგურდება აფეთქებით ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესით