1. სარტყამი ვაზნები უნდა დამზადდეს უშუალოდ სამუშაო ადგილებზე ან საწარმოს ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ვაზნები უნდა დამზადდეს ერთი აფეთქებისათვის საჭირო რაოდენობით.
2. ზედაპირიდან ჭაურების გაყვანისას სარტყამი ვაზნები უნდა დამზადდეს სპეციალურ ჯიხურებში.
3. ვაზნაში დეტონატორი მთლიანად უნდა მოთავსდეს და საიმედოდ ჩამაგრდეს. დეტონატორის ჩასადები ღრმულის გასაკეთებელი ჩხირი დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისაგან, რომელიც არ იძლევა ნაპერწკალს და არ განიცდის კოროზიას ფეთქებად ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას.
4. დაწნეხილი ან ჩამოსხმული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დასამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვაზნები, რომლებსაც დეტონატორის მოსათავსებელი ღრმული ქარხანა-დამამზადებლის მიერ აქვთ დატოვებული. ასეთ ვაზნებში ღრმულის ჩაღრმავება ან გაგანიერება აკრძალულია.
5. ფხვნილისებრი დავაზნული ფეთქებადი ნივთიერებებისაგან სარტყამი ვაზნების დამზადებისას სადეტონაციო ზონრის ბოლო უნდა გაინასკვოს და ისე ჩაიდოს ვაზნაში. ნებადართულია ვაზნაზე ზონრის დახვევა.
6. გამოუყენებელი სარტყამი ვაზნა უნდა განადგურდეს აფეთქებით, საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესი