1. ამფეთქებლისა და ხალხის თავშესაფრების, აგრეთვე, პოსტების განლაგების ადგილები უნდა განისაზღვროს პროექტით, პასპორტით ან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების სქემით. ამასთან, ამფეთქებლის თავშესაფარი უახლოესი პოსტიდან და დანარჩენი პოსტები ხალხის ადგილსამყოფელიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრით.
2. ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოს შესრულებისას, აგრეთვე გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში, ამფეთქებლის თავშესაფრის განლაგება და ხალხის უსაფრთხოების მიზნით დადგენილი უსაფრთხო მანძილები განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა