1. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობა უნდა განხორციელდეს ფეთქებადი მასალების საწყობების ტერიტორიაზე ან მის გარეთ განლაგებულ სპეციალურ ნაგებობებში. ამ ოპერაციების ჩატარება დასაშვებია, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების მომზადებისათვის განკუთვნილ შენობებში ან გადახურულ მოედნებზე. ფეთქებადი მასალების მოსამზადებელ შენობებში, სადაც ეს ოპერაციები ტარდება, აკრძალულია ერთდროულად ინახებოდეს 3 ტონაზე მეტი ფეთქებადი ნივთიერება.
2. ფეთქებადი ნივთიერებების ღია ცის ქვეშ გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა და გარსაცმში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ მშრალ ამინდში.
3. 1,5 პროცენტამდე დატენიანებული ამონიუმისგვარჯილიანი ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების გაშრობა უნდა მოხდეს მხოლოდ ქარხნულ გარსაცმში. 1,5 პროცენტზე მეტად დატენიანებული ვაზნები გაშრობის წინ უნდა დაიშალოს. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისას ჰაერის ტემპერატურა გასაშრობ შენობებში არ უნდა აღემატებოდეს 500C-ს, კვამლიანი დენთებისა – 400C-ს.
4. შენობებში ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისათვის განკუთვნილი მაგიდები (თაროები) გასათბობი (ქურა, რადიატორი და სხვა) საშუალებებიდან დაცილებული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილით.
5. ფეთქებადი ნივთიერებების გასაშრობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჰაერო საშრობები (კარადები, კამერები), რომლებშიც თბოგადამტანის (ჰაერის) ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს ტროტილით სენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებებისთვის 600C-ს, ხოლო ნიტროეთერებით სენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებებისათვის 300C-ს. კალორიფერი ჰაერსაბერით განლაგებული უნდა იყოს იზოლირებულ ნაგებობაში, სათავსში და მინაშენში.
6. აკრძალულია ჰექსოგენისა და ნიტროეთერების შემცველი ფეთქებადი ნივთიერებების მექანიკური წესით დაქუცმაცება.
7. ფეთქებადი ნივთიერებების გალხობა უნდა წარმოებდეს ქარხნულ ტარაში, ზედაპირული საწყობის სათავსში, რომელიც უნდა თბებოდეს არაუმეტეს 300C-ისა ან ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობში. გადნობის კონტროლისათვის აუცილებელია ყოველი გასადნობი პარტიის მიღებისა და გაცემის თარიღის დაფიქსირება.