1. საბაზისო და სახარჯო საწყობები, აგრეთვე ფეთქებადი მასალების შესანახი მიწისზედა მოედნები მიეკუთვნება მკაცრი რეჟიმით დასაცავი ობიექტების კატეგორიას და დაცული უნდა იყოს მთელი დღე-ღამის განმავლობაში. დაცვა უნდა განხორციელდეს უწყებრივი ან მოწვეული დაცვის სამსახურის მიერ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს ობიექტის დაცვა განახორციელოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
2. საწყობების საიმედო დაცვის უზრუნველყოფა, დაცვის სახე, შემადგენლობა, რაოდენობა, საგუშაგოების დისლოკაცია და საწყობის დაცვის წესი განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა