1. მოკლევადიანი სამუშაოების წარმოებისას ფეთქებადი მასალების შენახვა დასაშვებია: გამოუყენებელ შენობებში, ფარდულებში, მიწურებში, რკინიგზის ვაგონებში, ავტომანქანებში, მისაბმელებსა და ოთხთვალებში.

2. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირულ და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა), მათი განთავსება, ტარის გახსნა და ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გაცემა, აგრეთვე მათგან დაუხარჯავი ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გამაგანიერებელი აპარატურის დაბრუნება  განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა