1. ფეთქებადი მასალების ყველა საწყობი და სხვა შესანახი ადგილები უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგებული და მოწყობილი უნდა იყოს რეგლამენტისა და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. მიწის ზედაპირთან მიმართებით განლაგების ადგილის და დანიშნულების მიხედვით, ფეთქებადი მასალების საწყობების კლასიფიკაცია განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ფეთქებადი მასალების საბაზისო საწყობების საერთო ტევადობა არ იზღუდება. საბაზისო საწყობის ტევადობა განისაზღვრება იმ პირობით, რომ ცალკეული საცავის ტევადობა 400 ტონას (ნეტო) არ უნდა აღემატებოდეს.

4. ფეთქებადი მასალების უსაფრთხო  შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული სახარჯო საწყობების მოწყობა, მათში სხვადასხვა სახის ფეთქებადი ნივთიერებებისა და მაინიცირებელი საშუალებების ზღვრული რაოდენობა (ტევადობა), მათი განთავსება, ტარის გახსნა და ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გაცემა, აგრეთვე მათგან დაუხარჯავი ფეთქებადი ნივთიერებების, აფეთქების საშუალებებისა და გამაგანიერებელი აპარატურის დაბრუნება  განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. ფეთქებადი მასალების საწყობების სტელაჟებისა და შტაბელების კამერებთან უნდა მიეკრას ფირნიში, რომელზეც მითითებული იქნება ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებების ან გამაგანიერებელი აპარატურის დასახელება, მათი რაოდენობა, პარტიის ნომერი, დამზადების დრო და შენახვის საგარანტიო ვადა.

6. ფეთქებადი მასალების საწყობებსა და სხვა სათავსებში ელექტროდეტონატორები, ელექტროამნთები მილაკები, ელექტრომაალებლები და მათი შემცველი ნაკეთობები უნდა ინახებოდეს ქარხნული ან სპეციალური შეფუთვით (ტარით).

7. ამნთები და საკონტროლო მილაკები უნდა დამზადდეს ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობის ცალკე სათავსში, რომელიც დანარჩენი სათავსებისგან გამოყოფილია უწვავი მასალისაგან აგებული კაპიტალური კედლით. დასაშვებია უწვავი მასალებით გალესილი და შეღებილი ნებისმიერი მასალის კედელიც. მიწისქვეშა საწყობებში ამნთები და საკონტროლო მილაკები უნდა დამზადდეს ამნთები მილაკების დასამზადებელ ცალკე კამერებში. ამნთები და საკონტროლო მილაკების დასამზადებელი მაგიდა რამდენიმე ამფეთქებლის მუშაობისათვის ერთმანეთისაგან გამოყოფილი უნდა იყოს ხის განივი ფარებით.

8. ამნთები და საკონტროლო მილაკების (ცეცხლგამტარი ზონრის საკონტროლო ნაჭრების) მოსამზადებელი და შესანახი სათავსების იატაკებზე უნდა დაიგოს რბილი მასალა. დამზადებული ამნთები მილაკები უნდა შეინახოს ფეთქებადი მასალების საწყობების საცავებში (გასაცემ კამერებში), ლითონის ან გარედან თუნუქით შემოჭედილ ხის ყუთებში (კარადებში), რომლებიც შიგნიდან ამოგებულია რბილი მასალით. ყუთები უნდა იხურებოდეს.

9. ტემპერატურა ამონიუმის გვარჯილაზე დამზადებული ფეთქებადი ნივთიერებების საწყობების საცავებსა და კონტეინერებში არ უნდა აღემატებოდეს 300 C-ს.

10. დასაშვებია ღია მოედნებზე ფეთქებადი მასალების კონტეინერების დალაგება ორ იარუსად.

11. საწყობებში ფეთქებადი მასალების სატვირთავ-გასატვირთავი ოპერაციები უნდა სრულდებოდეს ხელით ან მხოლოდ ამისათვის განკუთვნილი მექანიზმებით, რომელთა ტვირთამწეობა უნდა აღემატებოდეს ბრუტო შეფუთვის ნომინალურ მასას.

12. საწყობების შიგა სათავსებში მომუშავე შიგაწვისძრავიანი მექანიზმები უნდა აღიჭურვოს ნაპერწკალსაქრობებითა და გამონაბოლქვის განეიტრალების სისტემით.

13. ფეთქებადი მასალების საცავების რემონტისას ისინი უნდა დაიცალოს.

14. ფეთქებადი მასალების ყველა საცავს უნდა ჰქონდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პასპორტი.

15. ფეთქებადი მასალების ცალკეული საწყობისათვის უნდა შემუშავდეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ავარიულ სიტუაციაში მოქმედების რიგითობას. საწყობების (გარდა მიწისქვეშა) ავარიის ლიკვიდაციის გეგმა უნდა დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ,  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან  შეთანხმებით. მიწისქვეშა საწყობების ავარიების ლიკვიდაციის გეგმა უნდა შედიოდეს შახტების/მაღაროების ავარიის ლიკვიდაციის საერთო გეგმაშ