1. საწარმოთა თანამდებობის პირები და საამფეთქებლო სამუშაოთა პერსონალი პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ რეგლამენტისა და მათ შესაბამისად შედგენილი სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების ინსტრუქციების დარღვევისათვის.

2. საწარმოო ობიექტებზე საამფეთქებლო სამუშაოთა პროცესში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების, ტექნიკური რეგლამენტების, სავალდებულო სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების დარღვევის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართლის დამრღვევ პირს გარემოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

კარი II

საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების ძირითადი დებულებები

თავი III.

ფეთქებადი მასალები და საამფეთქებლო მოწყობილო