1. გამოსაყენებლად და შესანახად ვარგისიანობის დადგენის მიზნით ფეთქებადი მასალები უნდა გამოიცადოს:
ა) დამამზადებელი ქარხნიდან ან სხვა საწარმოს საწყობიდან მიღებისთანავე;
ბ) თუ გაჩნდა ეჭვი მათი ვარგისიანობის შესახებ (გარეგანი დათვალიერება, აფეთქების
არადამაკმაყოფილებელი შედეგები – არასრული აფეთქება, მტყუნება და სხვ.);
გ) საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
2. ფეთქებადი მასალების გამოცდის შედეგები უნდა გაფორმდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილ აღრიცხვის ჟურნალში.
3. აკრძალულია საგარანტიო ვადაგადაცილებული ფეთქებადი მასალების გამოყენება წინასწარი გამოცდის გარეშე.
4. აკრძალულია საგარანტიო ვადაგადაცილებული ნიტროეთერშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება ნახშირის შახტებში.
5. საკონტროლო გამოცდების მეთოდიკა უნდა შეადგინოს ნაკეთობების დამმუშავებელმა საწარმომ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
ფეთქებადი მასალების შენახ