1. გამოსაყენებლად და შესანახად ვარგისიანობის დადგენის მიზნით ფეთქებადი მასალები გამოიცდება:
ა) დამამზადებელი ქარხნიდან ან სხვა საწარმოს საწყობიდან მიღებისთანავე;
ბ) თუ გაჩნდა ეჭვი მათი ვარგისიანობის შესახებ (გარეგანი დათვალიერება, აფეთქების არადამაკმაყოფილებელი შედეგები – არასრული აფეთქება, მტყუნება და სხვ.);
გ) საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
2. გამოცდის შედეგები ფორმდება სათანადო აქტით. მონაცემების შეტანა ხდება ფეთქებადი მასალების გამოცდის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №2).
3. აკრძალულია საგარანტიო ვადაგადაცილებული ფეთქებადი მასალების გამოყენება წინასწარი გამოცდის გარეშე. დაუშვებელია საგარანტიო – ვადაგადაცილებული ნიტროეთერშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება ნახშირის შახტებში.
4. ახალი ფეთქებადი მასალა, ადგილებზე დასამზადებელი უმარტივესი გრანულირებული ან წყალშემცველი ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებისა და დამუხტვის მექანიზაციის საშუალებები, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები, საამფეთქებლო ელექტრომოწყობილობა და აპარატურა, ფეთქებადი მასალების შეფუთვა სამრეწველო პირობებში გამოყენების წინ გამოიცდება სტანდარტების მოთხოვნებით დადგენილი პირობებით და წესების მიხედვით.
5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში ჩამოთვლილი მასალებისა და ნაკეთობების ნიმუშები ექვემდებარება საკონტროლო გამოცდებს ტექნიკური ექსპერტიზის ნებართვის მქონე ორგანიზაციაში ან უშუალოდ ადგილებზე დამმუშავებლის და ამავე საექსპერტო ორგანიზაციის სავალდებულო მონაწილეობით.
6. საკონტროლო გამოცდების მეთოდიკას ადგენს ნაკეთობების დამმუშავებელი ტექზედამხედველობასთან შეთანხმებით.
7. ფეთქებადი მასალების საკონტროლო გამოცდების აქტში სხვა მაჩვენებლებთან ერთად შეიტანება შეფუთვის გამოცდის შედეგებიც.
8. საკონტროლო გამოცდების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში ნაკეთობათა დამმუშავებელი ადგენს საჭირო ტექნიკურ დოკუმენტაციას, მათ შორის, საწარმოო პირობებში გამოცდის პროგრამას და მეთოდიკას, რომელიც თანხმდება საკონტროლო გამოცდების მომწყობ საექსპერტო ორგანიზაციასთან და საწარმოსთან, სადაც უნდა მოეწყოს გამოცდები.
9. საწარმოო პირობებში ფეთქებადი მასალების გამოცდის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტექზედამხედველობა შემდეგი დოკუმენტაციის საფუძ-ველზე:
ა) დამკვეთი საწარმოს წერილი; საკონტროლო გამოცდის აქტი საექსპერტო დასკვნით; საწარმოო პირობებში გამოცდის მეთოდიკა;
ბ) ნაკეთობის საერთო ხედის ნახაზი.
10. გამოცდის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე დაინტერესებული ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებული არიან განსაზღვრონ სა-მუშაოთა შესრულების ეტაპები და ვადები, პასუხისმგებელი პირები და დოკუმენტაციის გაფორმების წესი.
11. გამოცდებს აწყობს დამკვეთის, დამმუშავებლისა და იმ საწარმოს მიერ შექმნილი კომისია, სადაც ეწყობა გამოცდები. ამასთან, კომისიის შემადგენლობაში აუცილებელია შედიოდნენ საექსპერტო ორგანიზაციისა და ტექზედამხედველობის წარმომადგენლები.
12. წინასწარი გამოცდების შედეგები ფორმდება სარეკომენდაციო აქტით, მათ შორის რეკომენდაციით მისაღები გამოცდების მოწყობის შესახებ. აქტები ათ დღეში დაეგზავნებათ დამკვეთ საწარმოს, დამმუშავებელსა და საექსპერტო ორგანიზაციას.
13. მისაღებ გამოცდებს მართავს მე-11 პუნქტში აღნიშნული კომისია შემდგომი დამატებებისა და შესწორებების საფუძველზე.
14. მისაღები გამოცდების დამთავრების შემდეგ კომისია განაზოგადებს მუშაობის შედეგებს და ადგენს აქტს საცდელი ნაკეთობის (ნიმუშის) საწარმოო პირობებში გამოყენების რეკომენდაციით ან სხვა გადაწყვეტილებით. აქტი ეგზავნებათ მე-12 პუნქტში ჩამოთვლილ ორგანიზაციებს.
15. მიღების აქტს ამტკიცებს დამკვეთი საწარმო. აქტი თანხმდება საექსპერტო ორგანიზაციასთან.
16. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სამუშაოს პირობების გამო ავარიის ან ტრავმატიზმის საშიშროება, გამოცდები წყდება, რასაც კომისია აცნობებს ტექზედამხედველობას, დამკვეთს, დამმუშავებელსა და საექსპერტო ორგანიზაციას.
17. ტექზედამხედველობა გასცემს ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას დამკვეთი საწარმოს წერილის, საცდელი პარტიის გამოცდის დამტკიცებული აქტისა და საექსპლუატაციო დოკუმენტაციის საფუძველზე.
18. დამმუშავებელთან და საექსპერტო ორგანიზაციასთან შეთანხმებით დასაშვებია შეტანილ იქნეს ცალკეული ცვლილებები საამფეთქებლო სამუშაოების მექანიზაციის საშუალებათა კონსტრუქციაში, ფეთქებადი ნივთიერებების დასამზადებელ და მოსამზადებელ მოწყობილობაში, საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოებსა და კუთვნილ ნივთებში, თუ ეს არ იწვევს საფრთხის გაზრდას მათი ექსპლუატაციისას, აგრეთვე დანიშნულებისა და გამოყენების თვალსაზრისით.
თავი IV. ფეთქებადი მასალების შენახვ
მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
თავი III — ფეთქებადი მასალები და საამფეთქებლო მოწყობილობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოქმედების არე
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები, სპეციალისტები
- მუხლი 4. პასუხისმგებლობა
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 6, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-6/