1. ფეთქებადი მასალების დროებითი საწყობის საცავები შეიძლება იყოს ფიცრის, თიხატკეპნილის, მიწის და ა.შ. საწყობების საცავებად გამოდგება გამოუყენებელი შენობები, ფარდულები, მიწურები და სხვა სათავსები. ეს სათავსები უნდა ნიავდებოდეს და დაცული იყოს წვიმისა და თოვლისაგან. შენობების საცავებად გამოყენებისას მასში არსებული ღუმლის საცეცხლეები უნდა ამოიქოლოს.
2. დროებით საწყობებში:
ა) იატაკი კეთდება ხის, ბეტონის ან თიხატკეპნილის;
ბ) ხის კედლები და სახურავი იფარება უწვავი შედგენილობის ხსნარით;
გ) შემოღობვა ეწყობა ლატანებით, წნულით, ფიცრებით ან სხვა მსგავსი მასალებით. ღობის სიმაღლე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები;
დ) წყალსატევის მოწყობა აუცილებელი არ არის;
ე) ტამბურების მოწყობა არ არის აუცილებელი, კარები შეიძლება იყოს ცალმაგი;
ვ) საცავებში სამუშაო განათებისათვის შეიძლება გამოყენებული იყოს მაღაროს აკუმულატორული სანათები ან მშრალელემენტიანი ფანრები (ლითონისკორ-პუსიანი ფანრები – რეზინის შალითებში);
ზ) შენობის ფანჯრების, კარების ზომები შეიძლება დატოვებული იყოს;
თ) სხვა მხრივ მოთხოვნები იგივეა, რაც მუდმივი საწყობებისათვის.
3. ქალაქის პირობებში (გვირაბების გაყვანა მეტროპოლიტენის მშენებლობის დროს და სხვ.) ფეთქებადი მასალების საწყობებად შეიძლება გამოყენებული იყოს გაუქმებული შენობის მშრალი განიავებადი სარდაფები ან სპეციალურად 2,5 მეტრამდე ჩაღრმავებული ნაგებობები, რომლებიც ზემოდან იფარება 2 მეტრი სისქის მიწაყრილით.
4. ფეთქებადი მასალები, აფეთქების საშუალებები და გასაგანიერებელი აპარატურა უნდა ინახებოდეს სათავსებში, რომლებიც ერთმანეთისაგან, აგრეთვე ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი სათავსისაგან განმხოლოებული უნდა იყოს სულ ცოტა 25 სმ სიგანის აგურის (ბეტონის) კედლით
მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
- მუხლი 13. სეიფებიანი სათავსი და სათავსსეიფი
- მუხლი 14. მიწისქვეშა საწყობები
- მუხლი 15. ჩაღრმავებული საწყობები
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 11, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-11/