1. ფეთქებადი მასალები ინახება მხოლოდ ამ მიზნისათვის განკუთვნილ სათავსებში და ადგილებზე. ფეთქებადი მასალების შენახვა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მათი დანაკლისი და გაფუჭება.
2. ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილს (გარდა საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე ერთი ცვლისათვის საჭირო ფეთქებადი მასალების ყუთებისა და სეიფებისა) საექსპლუატაციოდ იღებს საწარმოს ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მფლობელი საწარმოს, ტექზედამხედველობისა და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის წარმომადგენლები. მიღება ფორმდება აქტით.
3. საწარმო ვალდებულია ფეთქებადი მასალების მუდმივი და დროებითი საწყობებისათვის, აგრეთვე დასარიგებელი კამერებისათვის იქონიოს პასპორტები №I დანართის მიხედვით. პასპორტის ერთი ეგზემპლარი ინახება სამუშაო ადგილზე ფეთქებადი მასალების საწყობის გამგესთან.
4. საამფეთქებლო სამუშაოებთან ახლოს მდებარე საუბნე პუნქტებში (სეიფებში) და სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში (სეიფებსა და სათავს-სეიფებში) ფეთქებადი მასალები შეინახება ინსტრუქციის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტექზედამხედველობასთან შეთანხმებით.
5. სამეცნიერო და სასწავლო ორგანიზაციებში დამზადებული ფეთქებადი მასალები ინახება მათთვის სპეციალურად განკუთვნილ სეიფებში. ახლად დამზადებული ფეთქებადი მასალის შენახვა ისეთ ფეთქებად ნივთიერებებთან და აფეთქების საშუალებებთან ერთად (ერთ სეიფში), რომლებზეც ტექზედამხედველობის მიერ გაცემულია ნებართვა მათი გამოყენების შესახებ, დაუშვებელია.
6. ფეთქებადი მასალების ყუთები, ტომრები, კოლოფები და კონტეინერები შესანახ ადგილებზე იხურება ხუფით ან იკვრება თოკით.
7. ფეთქებადი მასალების საწყობებში ფეთქებადი მასალების სათავსები იკეტება კლიტით, იპლომბება ან იბეჭდება. ისეთ სათავსებში, სადაც გამცემების სადღეღამისო მორიგეობაა, ფეთქებადი მასალების დაპლომბვა ან დაბეჭდვა აუცილებელი არ არის
მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
თავი IV — ფეთქებადი მასალების შენახვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ფეთქებადი მასალების შენახვის ზოგადი დებულებები
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 16. ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმება
- მუხლი 6. 1. იმპორტის გზით პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემ
- მუხლი 45. აფეთქება ფეთქებადი მასალების შესანახ ადგილებთან და შეხორვილ (გადატვირთულ) გვირაბებში
- მუხლი 144. 1. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების დასაცავად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. მოქმედების არე
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ხელმძღვანელები, სპეციალისტები
- მუხლი 4. პასუხისმგებლობა
- მუხლი 5. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიმართ
- მუხლი 6. ფეთქებადი მასალების გამოცდა
- მუხლი 8. ფეთქებადი მასალების შენახვა სამუშაო ადგილებზე
- მუხლი 9. ზოგადი მოთხოვნები საწყობების მიმართ
- მუხლი 10. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მუდმივი საწყობები
- მუხლი 11. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული დროებითი საწყობები
- მუხლი 12. ზედაპირული და ნახევრად ჩაღრმავებული მოკლევადიანი საწყობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 7, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-7/