1. საწყობებში, ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორეს სტანდარტით დადგენილ ვადებში უნდა ამოწმებდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი. შემოწმებისას დასაშვებია არ გაიხსნას დაუზიანებელი ან ნორმალურად დაპლომბილი ყუთები, ტომრები, პაკეტები და კონტეინერები.
2. ელექტროდეტონატორების, კაფსულ-დეტონატორების, პიროტექნიკური რელეებისა და ინიციირების სხვა საშუალებების რაოდენობის დადგენა გახსნილ ყუთებში უნდა წარმოებდეს საცავის ტამბურში, ცალკე კამერაში ან საცავებს გარეთ.
3. ფეთქებადი მასალების მიღებისა და გაცემის, აგრეთვე გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნის ფორმები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. დანაკლისის ან ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საწარმოს ხელმძღვანელს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო