1. ფეთქებადნივთიერებიანი მატარებლის (ვაგონის) ტექნიკური მომსახურებისთვის წარდგენისას დაცულ უნდა იქნეს ამ წესის 128-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილობრივი ინსტრუქციის მოთხოვნები.
2. მატარებლის შემადგენლობაში ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის ნომრის მონაცემისა და ამ ტვირთის უფლებამოსილი თანმხლები პირის შესაბამისი ნებართვის მიღებამდე ტექნიკური მომსახურება აკრძალულია.
3. ფეთქებადნივთიერებიანი მატარებლის (ვაგონის) წარდგენა ტექნიკური მომსახურებისთვის აღირიცხება ვუ-14 ფორმის ცალკე წიგნში, რომელშიც ტექნიკური მომსახურების პუნქტის პასუხისმგებელი მუშაკი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ამ მატარებლის (ვაგონის) დათვალიერების შესახებ და ადასტურებს მას თავისი ხელმოწერით.