2. მატარებლის დისპეტჩერმა უნდა აცნობოს უფროს საგზაო დისპეტჩერს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული მატარებლის ყოველი დაგვიანების ან ავარიული სიტუაციის შექმნის თაობაზე და მასთან ერთად მიიღოს გადაუდებელი ზომები ავარიის შედეგის სალიკვიდაციოდ და შეჩერებული მატარებლის შემდგომი სვლის აღსადგენად. რკინიგზის დისპეტჩერი ვალდებულია მომხდარის შესახებ შეატყობინოს რკინიგზის გადაზიდვების სამსახურის პასუხისმგებელ მუშაკს და სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის რეგიონალურ ორგანოს