1. სვლის გზაზე ვაგონის დაზიანების აქტი დგება ოთხ ეგზემპლარად, ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე.
2. ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან სხვა უფლებამოსილი პირის ვაგონის დაზიანებისას დგება ვაგონის დაზიანების აქტის დამატებითი ეგზემპლარი‚ რომელიც მათ გადაეცემათ მოთხოვნისამებრ.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის თანხლებით, ვაგონის დაზიანების აქტს ხელი შეიძლება მოაწეროს ტვირთის გამყოლმა‚ თუ მას, ზედნადების მიხედვით, მინიჭებული აქვს ტვირთგამგზავნის უფლებები.
4. ვაგონის დაზიანების აქტში აღინიშნება დაზიანების მიზეზები და ჩამონათვალი‚ სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი რემონტის სახეობა‚ დაზიანებული დეტალებისა და ვაგონის აღდგენის ღირებულება, ხოლო სარეფრეჟირატორო სექციის ან ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის დაზიანებისას აქტში დამატებით მიეთითება მიწერის დეპო და რკინიგზა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 451
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 451, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-451/