2. საფრთხეშემცველი ტვირთის გამყოლი ვალდებულია დაიცვას ამ წესის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის მიერ შემუშავებული და სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ დადგენილი წესით დამტკიცებული მოცემული ტვირთის თანხლების სამსახურებრივი ინსტრუქციის მოთხოვნები, იცოდეს ტვირთის სახიფათო თვისებები, პირველადი დახმარების გაწევისა და ავარიულ სიტუაციაში მისაღები უსაფრთხოების ზომები, აგრეთვე მსვლელობის გზაზე თვალი ადევნოს ამ ტვირთის მიმართ დადგენილი მოთხოვნებისა და უსაფრთხოების პირობების შესრულებას