1. რკინიგზით საფრთხეშემცველი ქიმიური რეაქტივი და სამედიცინო პრეპარატი გადაიზიდება ამ წესის მოთხოვნათა დაცვით.
2. საფრთხეშემცველი ტვირთის პირდაპირშერეული სარკინიგზო გადაზიდვა სრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტვირთგამგაზავნი წარუდგენს გაგზავნის სადგურს წყალსანაოსნო ტრანსპორტის თანხმობას ამ ტვირთის გადაზიდვაზე, გარდა იმ საფრთხეშემცველი ტვირთისა, რომელიც განსაზღვრულია „პირდაპირი სარკინიგზო-წყალსანაოსნო მიმოსვლით ტვირთის გადაზიდვის წესით“.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება პირდაპირი სარკინიგზო-წყალსანაოსნო მიმოსვლით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია გადაზიდვის განაცხადსა და გაფართოებულ გეგმაში მიუთითოს მოცემული საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის თავისებურების შესახებ.