1. ფიზიკურ-ქიმიური თვისების, გადაზიდვის პროცესში საფრთხის სახისა და ხარისხის მიხედვით, თითოეული კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა ამ წესის 1-ლ დანართში მოცემულ ქვეკლასად, კატეგორიად და ჯგუფად.
2. გარკვეულ ქვეკლასს, კატეგორიას ან ჯგუფს საფრთხეშემცველი ტვირთი მიეკუთვნება საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. ერთზე მეტი სახის მქონე საფრთხეშემცველი ტვირთის კლასი (ქვეკლასი) განისაზღვრება საფრთხის სახეების პრიორიტეტულობის ცხრილის მიხედვით. ამგვარი ტვირთის მიმართ დაცულ უნდა იქნეს პრიორიტეტული და დამატებითი საფრთხის კლასის მოთხოვნები.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 6
თავი 2 — საფრთხეშემცველი ტვირთის კლასიფიკაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-6/