ა) „საფრთხეშემცველი ტვირთი” – ნივთიერება, მასალა, ნაკეთობა, წარმოებისა და სხვა საქმიანობის ნარჩენი, რომელმაც გარკვეული პირობების არსებობისას გადაზიდვის, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და შენახვის პროცესში, თავისი თვისებისა და თავისებურების გამო, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გარემოზე, გამოიწვიოს აფეთქება, ხანძარი ან სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობისა და შენობა-ნაგებობის დაზიანება, აგრეთვე ადამიანის, ცხოველისა და ფრინველის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება;
ბ) 1-ლი კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც მექანიკური, ელექტრონული ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად განიცდის ქიმიურ გარდაქმნას, აგრეთვე პიროტექნიკური ნივთიერება და შედგენილობა (ნაკეთობა), რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ფეთქებად ან პიროტექნიკურ ნივთიერებას;
გ) მე-2 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – შეკუმშული, გათხევადებული ან ხსნადი სახით გადასაზიდი აირი, რომელიც მუდმივად იმყოფება წნევის ქვეშ და მოითხოვს განსაკუთრებულად მკვიდრ და ჰერმეტულ შეფუთვას;
დ) მე-3 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ნივთიერება, რომლის ძირითად საფრთხეს წარმოადგენს ღია ცეცხლის, ნაპერწკლის ან ელექტრონული განმუხტვის ზემოქმედების შედეგად აალებადი ორთქლის გამოყოფის უნარი, რომელიც ჰაერთან ურთიერთობისას ქმნის აფეთქებასაფრთხიან ნარევს. ამ ნივთიერებას (ადვილაალებად სითხეს) შეიძლება ჰქონდეს ნარკოტიკული მოქმედება, ზოგიერთი კი მაღალტოქსიკურია;
ე) მე-4 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ნივთიერება და მასალა, რომელსაც გადაზიდვის პროცესში გარე ანთების წყაროს ზემოქმედებით, წყალსა და ჰაერის ტენიანობასთან ურთიერთობით გამოწვეული თვითნებური ქიმიური რეაქციებისა და გახურების შედეგად ადვილად ეკიდება ცეცხლი;
ვ) მე-5 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ნივთიერება, რომელიც გამოყოფს ჟანგბადს, რაც იწვევს საწვავი ნივთიერების თვითაალებას, ხელს უწყობს მის წვას, ზრდის ხანძრის ინტენსივობას ან ქმნის ფეთქებად ნარევს სხვა ნივთიერებასთან ურთიერთობის შედეგად;
ზ) მე-6 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ნივთიერება, რომლის ორგანიზმში მოხვედრამ, კანთან კონტაქტმა ან შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა ან დაავადება;
თ) მე-8 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – ნივთიერება, რომელიც აზიანებს ცოცხალ ქსოვილს და იწვევს სხვადასხვა მასალის დაშლას. მისმა ორთქლმა და მტვერმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მოწამვლა, ზოგიერთი კი ჟანგვადია;
ი) მე-9 კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი – 1-ლ-მე-8 კლასს არმიკუთვნებული საფრთხეშემცველი ტვირთი და ტვირთი, რომელიც საფრთხეშემცველია მხოლოდ წყალსანაოსნო ტრანსპორტით დაყრით გადაზიდვისას
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
თავი 1 — წესის გამოყენების სფერო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. „რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესი” (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ
- მუხლი 3. საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა საქართველოსა და „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმების (შემდგომ – შეთანხმება) წევრ სახელმწიფოებს შორის რეგულირდება „საერთაშორისო სარკინიგზო
- მუხლი 4. 1. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი და ტვირთმიმღები პასუხს აგებენ ამ წესის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად
- მუხლი 5. 1. საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა შემდეგ კლასად:
- მუხლი 6. 1. ფიზიკურ-ქიმიური თვისების, გადაზიდვის პროცესში საფრთხის სახისა და ხარისხის მიხედვით, თითოეული კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი იყოფა ამ წესის 1-ლ დანართში მოცემულ ქვეკლასად, კატეგორიად და ჯგუფად
- მუხლი 7. 1. რკინიგზით გადასაზიდად ნებადართულია „დახურულ ვაგონსა და კონტეინერში გადასაზიდად დაშვებული საფრთხეშემცველი ტვირთის საძიებელსა” (შემდგომ – საძიებელი, დანართი 2)) და „1-ლი კლასის საფრთხეშემცველი ტვირთი
- მუხლი 8. 1. იმ საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც არ უთანაბრდება საძიებელში გათვალისწინებულ ტვირთს ან უნდა გადაიზიდოს სპეციალიზებულ ან სარგებლობის უფლებით მიღებულ ვაგონში (კონტეინერში), ანდა ამ წესით გ
- მუხლი 9. 1. რკინიგზით საფრთხეშემცველი ქიმიური რეაქტივი და სამედიცინო პრეპარატი გადაიზიდება ამ წესის მოთხოვნათა დაცვით
- მუხლი 10. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის თითოეულ გზავნილზე გაგზავნის სადგურს წარუდგინოს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად შევსებული ზედნადები
- მუხლი 11. 1. თუ გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის ტრანსპორტირება ნებადართულია ინგიბირებულად, ფლეგმატიზებულად, ტენიანად ან ძირითადი ნივთიერების გარკვეული კონცენტრირებით, რის თაობაზეც საძიებელში შეტანილია შესაბამისი
- მუხლი 12. 1. საძიებელში სპეციალური ნიშნით აღნიშნული საფრთხეშემცველი ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლის ან მისი სპეციალისტის თანხლებით, ამ წესისა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-2/