2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხეშემცველი ტვირთის გარდა, ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში აღნიშნული პირობების შესაბამისად რკინიგზით დასაშვებია სხვა ტვირთის გადაზიდვაც, რომელიც საძიებელში შეტანილი არ არის, მაგრამ თავისი ქიმიური თვისებითა და საფრთხის ხასიათით უთანაბრდება საფრთხეშემცველ ტვირთს. ამ შემთხვევაში ტვირთგამგზავნმა ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” უნდა მიუთითოს მისი დასახელება სტანდარტის ან ტექნიკური პირობის მიხედვით, მის ქვეშ აღნიშნოს: „ტვირთი გადაიზიდება –––––––– პირობის მიხედვით (მიეთითება საძიებელში გათვალისწინებული იმ ტვირთის დასახელება, რომელსაც უთანაბრდება გადასაზიდი ტვირთი), დანართი თან ერთვის”, დაურთოს ტვირთის საავარიო ბარათი და დაამოწმოს შტემპელით