1. იმ საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც არ უთანაბრდება საძიებელში გათვალისწინებულ ტვირთს ან უნდა გადაიზიდოს სპეციალიზებულ ან სარგებლობის უფლებით მიღებულ ვაგონში (კონტეინერში), ანდა ამ წესით გაუთვალისწინებული პირობებით, ხორციელდება ტვირთგამგზავნის წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზის მიერ გაცემული ნებართვით. აღნიშნული განცხადება რკინიგზას უნდა წარედგინოს არანაკლებ 6 თვით ადრე გადაზიდვის დაწყებამდე. განცხადებას თან უნდა დაერთოს ტვირთგამგზავნის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ტვირთის დახასიათება და დადგენილი ფორმის საავარიო ბარათი ორ ეგზემპლარად, აგრეთვე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების ნებართვა ამ ტვირთის გადაზიდვაზე. საჭიროებისას, რკინიგზის მოთხოვნით, ტვირთგამგზავნს შეიძლება დაევალოს ტვირთის მიმართ მოქმედი სტანდარტის, ტექნიკური პირობისა და სხვა დამატებითი საბუთის წარმოდგენა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული ტვირთი გადაიზიდება საერთაშორისო მიმოსვლით, რკინიგზა ვალდებულია იმოქმედოს შეთანხმებისა და სპეციალური პირობების შესაბამისად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 8
თავი 3 — გადასაზიდად ნებადართული საფრთხეშემცველი ტვირთი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-8/