1. რკინიგზით ავტომატარებლები შეიძლება გადაიზიდოს ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი მძღოლ-ექსპდიტორის თანხლებით, რომელიც ტვირთს მიჰყვება თანხლებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ვაგონში. ავტომატარებლების თანხლების პირობები განისაზღვრება ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესით. კონტრეილერები რკინიგზით შეიძლება გადაიზიდოს თანხლების გარეშეც.
2. ავტომატარებლების და კონტრეილერების გადაზიდვა სრულდება მათი მომსახურებისთვის საჭირო მოწყობილობებით აღჭურვილ სადგურებს შორის, სასაზღვრო გადამცემი სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტზე გადაცემის პუნქტების ჩათვლით, პირდაპირი გამგზავნის მარშრუტებით, პირდაპირი და ჯგუფური ჩქარი მატარებლების შემადგენლობაში დაყენებული გამსხვილებული ვაგონების ჯგუფებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 191
თავი XVII — ავტოტრაქტორის ტექნიკის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 191, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-191/