2. თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ავტომატარებლებისა და კონტრეილერების უწესივრობათა ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი (მძღოლ-ექსპედიტორი) თავის შტემპელიან ფურცელზე (ბლანკზე) 4 ეგზემპლარად ჩამოწერს ნაკლოვანებებს და აწერს ხელს ამ ნუსხას. ამ შემთხვევაში, თითოეულ ეგზემპლარზე აღინიშნება ზედნადების ნომერი და სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ერთი პირი თან ერთვის ზედნადებს, მეორე, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, ბარდება ტვირთგამგზავნს (მძღოლ-ექსპედიტორს), მესამე რჩება გაგზავნის სადგურს, ხოლო მეოთხე პირი იდება ავტომობილის ან კონტრეილერის ძარაში. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-4 გრაფაში აღინიშნება: „უწესივრობათა ნუსხა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის რკინიგზის პერსონალს და გადაზიდვას, თან ერთვის” და „ძარაში ტვირთის განლაგება არ ემუქრება რკინიგზით გადაზიდვის უსაფრთხოებას”.
3. დაუზიანებელი საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მქონე ავტომატარებლები და კონტრეილერები დანიშნულების სადგურში გაიცემა ვიზუალური დათვალიერებით